• რეკლამა
  • კონტაქტი
08:32, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

ალია ავტორი - ალია
19:07 12-01-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

თიბისი ლიზინგი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის უმსხვილესი ინიციატივის – გაეროსგლობალური შეთანხმების (UN Global Compact)საქართველოს ქსელს შეუერთდა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს კომპანიის მისწრაფებას, აწარმოოს საქმიანობა ერთის მხრივ, მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით, მეორეს მხრივ კი, დაიცვას ადამიანის და შრომის უფლებები, ასევე მდგრადობის და კორუფციასთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები.ქსელში გაწევრიანება გააძლიერებს კომპანიის სტრატეგიულ მიდგომას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და ინოვაციების ნაწილში.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამჟამად, გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 23,000+ მონაწილეს 160-ზე მეტი ქვეყანიიდან.

აღნიშნულის მისაღწევად, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ:

• განახორციელოს საკუთარი საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის ათი პრინციპის შესაბამისად;
• განახორციელოს სტრატეგიული ქმედებები უფრო ფართო საზოგადოებრივი მიზნების განსავითარებლად, ისეთების, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, განსაკუთრებით, თანამშრომლობისა და ინოვაციის ნაწილში.

„მოხარულები ვართ, რომ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრები გავხდით. თიბისი ლიზინგი, როგორც საქართველოს ბაზრის მოწინავე სალიზინგო კომპანია, გრძნობს მაღალ პასუხისმგებლობას,აწარმოოს საქმიანობა ეთიკის, ადამიანისა და შრომის უფლებების მაქსიმალური დაცვით. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ინიციატივები. საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ვმუშაობთ მწვანე პროდუქტების განვითარებაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაზე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთი მიმართულებების ხელშეწყობას, როგორიცაა მზის პანელების ელექტროსადგურები და ელექტრომობილების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ვფიქრობთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი სრულად თანხვედრაშია თიბისი ლიზინგის კორპორაციულ პოლიტიკასთან და განვითარების ხედვასთან, და სიამოვნებით ვუერთდებით ამ ინიციატივას“ , – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

„გაეროს გლობალური შეთანხმება ეფუძნება ათპრინციპს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაწევრიანება ნიშნავს,რომ კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს აღნიშნულ პრინციპებთან და ხელი შეუწყოს მათ პრაქტიკულ განხორციელებას საკუთარ ოპერაციებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს კერძო სექტორის ჩართულობას მდგრადი განვითარების პროცესში დახელს შეუწყობს გლობალური მიზნების მიღწევას”,- სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved