• რეკლამა
  • კონტაქტი
17:10, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

ალია ავტორი - ალია
14:36 11-11-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

თიბისი კონცეპტის გალერეა 14 ნოემბერიდან გიწვევთ დავით მესხის და ტონი ჯასთის ერთობლივ გამოფენაზე „ჩვენ მაძიებლები ვართ“. გამოფენის კურატორია გალერეა „ელ ცე კვაისარ“.

„ნამუშევრები, რომელთაც თიბისი კონცეპტის გალერეაში წარმოვადგენ, გასულ წელს, ბერლინში შეიქმნა. ისინი ეფუძნება ჩანახატებს, მოგონებებსა და შემთხვევითობებს.“- ტონი ჯასთი

„მაძიებელი არის ის, ვინც ეძებს და ათვალიერებს. ამ გამოფენამ საშუალება მომცა, გადამეაზრებინა გამოსახულების შექმნის მიმართ ჩემი მიდგომა. ამ ნამუშევრებამდე ცვლილებების ძიებისას მივედი.

ვეძებდი არა ერთ გამოსახულებას, არამედ სხვადასხვა ნამუშევრის ნაკრებს, რომლებიც გაურკვევლობის ატმოსფეროს ქმნის.

ათლეტები წარმოდგენილი არიან ტანვარჯიშის ხალიჩის მიღმა. ისინი მოშორებული არიან თავიანთ თავდაპირველ მნიშვნელობას და გარემოს. ეს გამოსახულებები დამუშავებულია ფიზიკურად და ციფრულად.

ასე მგონია, თითქოს რაღაცის ჩრდილისკენ ვმოძრაობ; რაღაცის, რასაც ბოლომდე ჯერ ვერ ვხედავ. იქ, სადაც ყოფნა და არყოფნა შეიძლება თანაარსებობდეს.“ – დავით მესხი

ვიზუალური არტისტი ტონი ჯასთი დაიბადა აშშ-ში. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე, ის ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში (გერმანია). მისი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით იფინება. 2021 წლის შემოდგომასა და 2022 წლის გაზაფხულზე მან მონაწილეობა მიიღო თბილისში მოწყობილ სარეზიდენციო პროგრამაში, რომლის სპონსორი იყო ორგანიზაცია „პროპაგანდა“. ის, ასევე, ასწავლიდა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში, თბილისში. თბილისში ყოფნისას, მან წარმოადგინა თავისი წიგნებისა და კედლის მხატვრობის გამოფენა წიგნის მაღაზია „Kona Books“-ში. გამოფენის კურატორი იყო ნინა ახვლედიანი. ტონი ჯასთის ნამუშევარი, ასევე, წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენაში, სახელწოდებით „საკურთხეველი“, რომელიც გასულ წელს გალერეა „ელ ცე კვაისარში“ გაიმართა.

დავით მესხი დაიბადა 1979 წელს თბილისში. ის სპორტულ გარემოში გაიზარდა: მამამისი საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. დავით მესხმა ერთდროულად მიიღო ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფისტის ბაკალავრის ხარისხები შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, თბილისში. 2015 წელს ის იყო დოკუმენტური ფილმის „როცა დედამიწა მსუბუქია“ თანარეჟისორი. ფილმმა, რომელიც იმედგაცრუებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ გვიამბობს, არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2024 წელს მისი პირველი სამუზეუმო სოლო გამოფენა გაიმართა სენტ-ეტიენ მეტროპოლის (საფრანგეთი) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MAMC+).

გამოფენის გახსნა: 14 ნოემბერი, 18:00-20:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 14.10.25-05.02.26

გალერეის სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00-20:00

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved