• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ თბილისის 26-ე ჯაზფესტივალს

ალია ავტორი - ალია
11:53 04-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს წელსაც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებს გააცნობენ და ტრადიციულად მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებენ.

ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით – „ჯაზის საათი“, ასევე კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა და კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმის – „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ პრემიერა.

9 მაისს ჯაზფესტივალის კონცერტების სერიას ლუკა თოფურია და მისი ბენდი გახსნის „ჯაზ ლაბის“ დარბაზში. მოგვიანებით კი „სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-სა და მის ოთხ გამორჩეულ შემსრულებელს – Bill Evans-ს, Niels Lan Doky-ს, Felix Pastorius-სა და Harvey Mason-ს შეხვდებით.

10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს – Martin Kratochvil-სა და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან „Jesus Christ Superstar“.

11 მაისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი – Motel Kaiju წარდგება. „სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს და სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით დახურავს.

სამივე დღის განმავლობაში კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათიდან გაიღება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

თიბისის კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისის ვიზა ბარათის მფლობელებზე – 10%-იანი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში და ჩეხეთის კულტურის ცენტრი. სპონსორი: ვიზა. საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“. ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved