• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი

ალია ავტორი - ალია
14:40 12-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, რაც წინასწარ 6.5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან, ჩვენი შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა. სავარაუდოდ, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა ოქტომბრის 6%-ზე მცირედით მაღალი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ წლიური ზრდა ნორმალიზებას განაგრძობს და 2025 წელს ჯამურად 7.3%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ნომინალურ მშპ-ს, მესამე კვარტალში წლიურმა ზრდამ 11.4% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში – 12.3%. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ნომინალური მშპ 2025 წელს 104 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ იმედი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება. ამავდროულად, კონფლიქტის დასრულების სცენარი, როგორც ეს ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, 2022 წლიდან საქართველოში გაზრდილი სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ კვლავ რეორიენტაციას მოიაზრებს. მეორე მხრივ, აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია. ორმხრივი არგუმენტების ერთობლიობითა და ომის დასრულების გაზრდილი ალბათობის შესაბამისად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4.5%-ს მიაღწევს. რასაკვირველია, მოცემულ პროგნოზზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადები და პირობები, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა აუცილებლად მხედველობაშია მისაღები.

რაც შეეხება კვლავ 2025 წელს, როგორც მესამე კვარტალში, ასევე ჯამურად ცხრა თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი კონტრიბუტორები ინფორმაციისა და კომუნიკაციის და განათლების სექტორები იყო. უფრო გრძელვადიან ჭრილში, 2019 წელთან შედარებით, ზრდის ყველაზე მსხვილ კომპონენტებს ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტირება და ვაჭრობა შეადგენდა.

ამავდროულად, ისევ მაღალია წმინდა სავალუტო შემოდინებები. კერძოდ, ნოემბერში ექსპორტი 44.2.%-ით გაიზარდა, იმპორტში კი 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი ბოლო წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ნოემბრის ექსპორტის ზრდას, ერთი მხრივ, რე-ექსპორტი განაპირობებდა, დიდწილად ავტომობილების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი ექსპორტი, კერძოდ კი ძვირფასი ლითონის მადნები, ნავთობი და ფეროშენადნობები. თავის მხრივ, იმპორტის კლება ძირითადად ავტომობილების იმპორტით იყო განპირობებული, რომელიც წლიურად 17.5%-ით შემცირდა, ექსპორტის 53.2%-იანი ზრდის პარალელურად. როგორც ადრეც აღინიშნა, ავტომობილებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი დროებითია და სამომავლოდ იმპორტის ზრდის ან ექსპორტის კლების არხით კორექტირდება. მაგალითისათვის, ჩვენი შეფასებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, ბოლო თვეების განმავლობაში სავაჭრო ნაკადების უცვლელ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, ავტომობილებით ვაჭრობის ჯამური დეფიციტი მიმდინარე წელს, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარით მეტი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ, ავტომობილების გარდა, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის შემცირებას ძვირფასი ლითონები და ნავთობიც განაპირობებს. კერძოდ, ძვირფას ლითონებზე მსოფლიო ფასის მნიშვნელოვანი მატების პარალელურად, გაზრდილია ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლება, პირიქით, იმპორტის შემცირებას უწყობს ხელს. ამ ფაქტორების ერთობლივი ეფექტი, ჩვენი შეფასებით, 250 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

სავალუტო შემოდინებების სხვა კომპონენტების მხრივ, ფულადი გზავნილები ნოემბერში 13.1%-ით გაიზარდა, რაც ოქტომბრის 13.4%-ს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება. მიმდინარე წელს გზავნილების ზრდის ფაქტორები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ, აშშ-დან გზავნილების ზრდას როგორც გზავნილების რაოდენობა, ასევე გზავნილის საშუალო მოცულობა განაპირობებს. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში კი, როგორებიცაა იტალია, საბერძნეთი და გერმანია, აშშ დოლარში გზავნილების ზრდა თითქმის მთლიანად ევროს გამყარებით არის გამოწვეული, რადგან ევროში გზავნილის საშუალო მოცულობა დიდწილად უცვლელია. მსგავსი ტენდენციაა რუსეთიდან გზავნილების მხრივაც.

ამავდროულად, დეკემბერში მზარდია უნაღდო დანახარჯების დინამიკა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ხარჯების კუთხით, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შეფასებისთვის გამოიყენება. შიდა დანახარჯები შედარებით მცირედითაა გაზრდილი, ხოლო მიგრანტების ხარჯვა მეტნაკლებად უცვლელია.

ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბრის მდგომარეობით მაღალ ნიშნულზე რჩება. აღნიშნული, რეინვესტიციების კლებასთან ერთად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან მოსალოდნელ შემცირებაზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაახლოებით, მშპ-ის 3.5%-მდე შემცირდება. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ერთდროულად ხელს უწყობს ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკა და ოქროს ფასები ერთი მხრივ, და ნავთობის ფასებისა და ჯამურად იმპორტის კლება მეორე მხრივ, რაც საშუალოვადიან პერიოდში რთულად შესანარჩუნებელი კომბინაციაა. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2026 წელს მცირედით გაუარესდება და 5%-ს მიაღწევს.

წმინდა სავალუტო შემოდინებებთან ერთად, სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს კვლავ დეპოზიტების ლარიზაციაც განაპირობებს. დღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დეკემბრის მეორე კვირიდან ლარიზაცია ისევ გააქტიურებულია. ვინაიდან ლარიზაცია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით, აქტიური ინტერვენციები დეკემბერშიც გრძელდება და, დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ს დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარი აქვს შეძენილი. შესაბამისად, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამური შესყიდვები 2.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ნოემბრის ბოლოსთვის სებ-ის სავალუტო რეზერვები შესაბამისობის ნორმის 100%-ს დაუახლოვდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ, ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნების პირობებში, ინტერვენციები გაგრძელდება. შესაბამისად, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება საბაზო სცენარი არ არის. მეორე მხრივ, ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007270-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved