• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

ალია ავტორი - ალია
11:46 01-27-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

თიბისი IT აკადემია ყოველწლიურად სრულიად უფასოდ სთავაზობს ნიჭიერ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებას. 2022 წელს კურსი 180- მა სტუდენტმა დაასრულა. აკადემიაში სტუდენტების 10 ჯგუფი გადამზადდა, რომლებმაც 8 მიმართულება შეისწავლეს, ესენია :Frontend (Angular),Test Automation ,Full stack Java ,Devops,IOS  (Swift), Outsystems , Android  (Kotlin), Backend .Net.

ნიჭიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ახალგაზრდების აღზრდაში თიბისი IT აკადემიასდიდი წვლილი მიუძღვის – ამ დრომდე, აკადემიას 600-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათი 95%-ი წარმატებით დასაქმდა სხვადასხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურენტულ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიაში, სადაც საშუალო ჯამური წლიური შემოსავალი 18 000 000 ლარია.

„თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვქმნით, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, IT აკადემია კი ძალიან გვეხმარება, ვიპოვოთ, ის ადამიანები, რომლებიც საუკეთესო პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც,” – ამბობს თიბისი IT აკადემიის ლიდერი, ზურაბ პერტაია.

აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემია თიბისის კულტურასა და სულისკვეთებას სრულად იზიარებს – ლექტორები და მენტორები, რომლებიც სასწავლო პროცესს უძღვებიან, როგორც წესი, თიბისის გუნდის წევრები და კომპანიის კულტურის თანაზიარნი არიან. მეტიც, სწავლების პროცესი თითქმის ისეთივეა, როგორიც თიბისის სხვადასხვა გუნდში. თიბისი IT აკადემიაში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, ვებინარებს, მასტერ-კლასებსა და ღია კარის დღეებს.

თიბისი IT აკადემია კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია და აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა, რეგისტრაცია კი 2023 წლის კურსებზე გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი.

თიბისი აკადემიასა და IT კურსების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე- https://www.tbcacademy.ge/it-academy

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved