• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ალია ავტორი - ალია
13:13 04-24-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნება, მთავარი გატაცება და შემოქმედებითი უნარის გამოვლენის საუკეთესო ასპარეზია. ყველაფერი ერთ ზაფხულს დაიწყო, როცა სოფელში არდადეგებზე ჩასულმა გოგონამ პირველად ნახა საკერავი მანქანა. ამ უჩვეულო ნივთმა ცნობისმოყვარეობა იმდენად გაუღვივა, რომ ძველი მანქანა ააწყო, გამართა და თოჯინას ტანსაცმელი შეუკერა.

„ნაყიდი, მზა ტანსაცმელი არასდროს მომწონდა. ჩემი შეხედულების და გემოვნების მიხედვით გადავაკეთებდი ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს მცმია ის, რაც მიყიდეს. როცა წამოვიზარდე, ამ მიმართულებით სწავლა არ მიფიქრია, მაგრამ კერვა ყოველთვის რჩებოდა ჰობიდ. მსიამოვნებდა ქსოვილთან მუშაობა და თავისუფალ დროს ხშირად ამ საქმიანობას ვუთმობდი. მერე დავოჯახდი, შემეძინა შვილი და შთაგონების წყარო უკვე შვილი აღმოჩნდა – დავიწყე ბავშვისთვის კერვა. ტანსაცმელთან ერთად, ლამაზ სათამაშოებსაც ვკერავდი. იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეს პროცესი, რომ გადავწყვიტე, ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. მსურდა, გამეკეთებინა პატარა ატელიე. მაშინ ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი მომხმარებელი მეყოლებოდა. როგორც ბიზნესზე საერთოდ არ მიფიქრია. თუმცა, გარკვეულწილად, მომხმარებელსაც ვითვალისწინებდი, რადგან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა“.

დიდ დიღომში მდებარე ატელიე, სადაც სოფო ორ მკერავთან ერთად ქმნიდა ტანსაცმელს (თავად ტანსაცმლის მოდელირებას აკეთებდა, გოგონები კი კერავდნენ) 2020 წლის თებერვალში გაიხსნა – ბიზნესისთვის ყველაზე არახელსაყრელ დროს. გახსნიდან მალევე პანდემია დაიწყო და ახალწამოწყებული საქმეც ნაწილობრივ შეჩერდა. თუმცა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც მოიძებნა.

„პანდემიისას, როცა ყველაფერი დაიკეტა, 3-4 თვე შინიდან მუშაობა მომიხდა. შევქმენი ჩემი ატელიეს ფეისბუქ-გვერდი, სადაც მოდელებს ვათავსებდი. ამან, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაინცდამაინც ფინანსური მოგება არ მამოძრავებდა, უბრალოდ არ შემეძლო, არაფერი მეკეთებინა. ის თვეები ძალიან კარგად ვიმუშავე. საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება ადრეც მქონია, ამ პერიოდში კი ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ონლაინ სურდა ტანსაცმლის შეძენა“.

იმ თვეებში, დისტანციაზე მომუშავე ატელიე, ძირითადად, სპორტულ ორეულებს ამზადებდა და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად ყიდდა – მოგება 5-10 პროცენტი თუ იყო. პანდემიის დასრულების და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ „ლა მოდი“ ყველა ტიპის ტანსაცმლის კერვაზე გადავიდა – დღეს აქიკერება კოსტიუმები, საქორწინო და საღამოს კაბები თუ სპორტული სტილის ტანსაცმელი. ონლაინ მაღაზია დღემდე აქტიურად მუშაობს და უამრავ მომხმარებელს ემსახურება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

„საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში დიდი მოთხოვნაა ქართულ პროდუქციაზე. ტანსაცმელს რაღაც ქართული, სახასიათო ელემენტი უნდა ჰქონდეს – ეროვნული ორნამენტი, ან თუნდაც უბრალოდ ქართული წარწერა. საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში, სადაც ვაგზავნით პროდუქციას, ეს სამოსი დიდ ინტერესს იწვევს“.

ბიზნესის წამოწყება და პირველადი ტექნიკის შეძენა პირადი დანაზოგით მოხერხდა, მაგრამ ყოველ 2-3 წელიწადში საჭიროა მანქანების განახლება და მათი ახალი თაობის ტექნიკით ჩანაცვლება, რაც უკვე თიბისი ბანკის დახმარებით მოხდა. თავდაპირველად „ლა მოდში“ 3 საკერავი მანქანა მუშაობდა, დღეს ტექნიკის რაოდენობა გაორმაგებულია. ატელიეში უკვე ხუთი მკერავია დასაქმებული. აქ არა მხოლოდ „ლა მოდის“ტანსაცმელი იკერება, არამედ სხვა ბრენდებისგან მიღებული შეკვეთებიც სრულდება. გარდა მზა მოდელების შეთავაზებისა, ატელიეში გადაკეთების სერვისიც მუშაობს – „ლა მოდი“ მომხმარებელს სთავაზობს მათ მიერ მაღაზიაში შეძენილ ტანსაცმელში ამა თუ იმ დეტალის შეცვლას და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებას. ამ მომსახურებითაც ბევრი სარგებლობს.

ატელიე სულ მალე შოურუმის გახსნას გეგმავს.

“შოურუმი აღაშენებელზე იქნება. ამისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შევარჩიეთ, გვინდოდა, ძველისა და ახლის შერწყმა ყოფილიყო. შოურუმში წარმოდგენილი იქნება კაბები, პიჯაკები და შარვლები და, რა თქმა უნდა, სპორტული ხაზიც. დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა ქეჟუალ, სპორტული სტილის სამოსზე, რომელშიც ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ამის საშუალებას კი ჩვენი ტანსაცმელი სრულად იძლევა“.  

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved