• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ 401 000 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო და აქედან 4 უკონკურენტოდ – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
13:26 08-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,245

„ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ თერჯოლაში განაცხადა:

,,მინდა აქედან გავამახვილო ყურადღება კიდევ ერთ ძალიან მძიმე საკითხზე, რომელიც ეხება არამარტო თერჯოლას, არამედ სრულიად იმერეთს, დასავლეთ საქართველოს და მთელ ქვეყანას – ეს არის ტოტალური კორუფციის ჭაობი, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჩვენი სახელმწიფო ჩააფლო. სისტემური კორუფციის უამრავი მაგალითი გვაქვს, რაც ჩვენ სახელმწიფოში ტრიალებს, რამდენიმე მათგანს თერჯოლის მაგალითზე მოვიყვან, მაგალითისთვის: თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ ჯამში მოიგო 6 ტენდერი 401 000 ლარის ღირებულების და აქედან 4 უკონკურენტოდ მოიგო. ეს კომპანია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ შემსყიდველზე დამოკიდებული მიმწოდებელია და მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს. მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი იმ მრავალი მაგალითიდან, რომელიც აქ გვაქვს, ეს არის შემზარავი მაგალითები სახელმწიფოში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, სადაც ათობით ათასი ადამიანი საკუთარ ქალაქს და სოფელს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. ასეთ ქვეყანაში, ერთ პატარა ქალაქში შესაძლებელია რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას კვლავაც იკავებდეს ადამიანი, რომელიც არის შპს „ბორანის“ მოქმედი დირექტორი დედა და რომელიც წარსულში ამავე კომპანიის 22%-იან წილს ფლობდა. 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ 2021 წელს, როგორც წარსულში „ბორანის“ მეწილემ, მან და მისმა ოჯახის წევრებმა ჯამში ჩვენი ბიუჯეტიდან 156 893 ლარის შემოსავალი მიიღეს. რა საკვირველია, ეს შპს ყოველთვის „შემთხვევით“ იგებს ყველა ძირითად ტენდერს: თერჯოლაში 15, ზესტაფონში 22, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 3 ტენდერი. ამავე კომპანიას აქვს მოგებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ტენდერი. ასეთი ათობით და ასობით ფაქტი გვაქვს, ეს ფაქტები აჩვენებს იმას, თუ როგორ ხდება დღეს ქართველი ხალხის ძარცვა ე.წ. არჩეული პირების მიერ, რომელიც არავის აურჩევია, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, გააჩნიათ ერთი ინტერესი – ემსახურონ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და გაისქელონ საკუთარი ჯიბე იქამდე, სანამ ჩვენი სოფლები და ქალაქები იცლება”

(R)

თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved