• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თერჯოლა, ფოთი, მცხეთა, ამბროლაური, ქუთაისი, ზუგდიდი, ხობი, ჭიათურა – რომელი ქალაქების საკრებულოთა ფრაქციები ითხოვენ ხაბეიშვილის გადადგომას

ალია ავტორი - ალია
13:39 11-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ:

“ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ,,ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც   დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.

იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები , რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე  ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ , მოვითხოვთ  ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს,რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას.” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  თავმჯდომარე – კახა ბუცხრიკიძე და საკრებულოს ფრაქციის წევრები:
რამინი რობაქიძე
დავითი ცხადაძე
ნატალია ასათიანი
კობა კირკიტაძე
თამუნა ახვლედიანი
მერაბ ბასილაძე
ფრიდონ გვენეტაძე

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა უკვე მოითხოვეს:

ფოთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და ფრაქციის ოთხმა წევრმა. 

ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას შეუერთდა მცხეთის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, გადადგომისკენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრებიც მოუწოდებენ.

ხაბეიშვილის გადადგომა ასევე მოითხოვეს ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქციებმა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდებიან.

ზუგდიდისა და ხობის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved