ცალკე მედიკამენტებზე არ ყოფილა მსჯელობა თუმცა ამ საკითხსაც შევეხეთ. იყო საუბარი პლაქვენილთან დაკავშირებით. რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება. რჩება ისე როგორც იქ წერია და არა ისე როგორც ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პლაქვენილი უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. „ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას რომელიც დაიდო 28 მარტს. ეს ორგანიზაცია არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული, რომელიც წყვეტს, რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება ამ მედიკამენტზე, მაგრამ ვიდრე ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაცია თვლის რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ასე იქნება. როგორც კი დაიდება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები რომ ის ამას სჯობს ჩვენ მომენტალურად ამას გამოვეხმაურებით და შევცვლით“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
კომენტარები