მუხიანში მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი – “რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა -ამის შესახებ bm.ge წერს.
დოკუმენტების მიხედვით კომპანია “ინდუსტრიული ქალაქმა”, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას “აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის” საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს “რადიო ქალაქს”, რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა.
ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “რადიო ქალაქის” დირექტორია ივანე ხვედელიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილი.
რეესტრის თანახმად, ობიექტზე ვრცელდება თიბისი ბანკის იპოთეკა და საბანკო ვალდებულება ტერიტორიის ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს











კომენტარები