მომღერალი ეკა კვალიაშვილი ამბობს, რომ თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა:
“ბუა ზღაპრების არ მჯერა, მე მღვიძავს.. რა იყო ანტივაქსერი ცოდვაა თუ ისჯება?”, – თქვა კვალიაშვილმა.
წამყვანმა ოფიციალური სტატისტიკა მოიყვანა მაგალითად: “14 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ქვეყანაში, მათ შორის მომღერალი თემურ წიკლაური”, რაზეც კვალიაშვილმა უპასუხა, რომ მას ამ სტატისტიკის არ სჯერა.
“თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა, ამას თუ გინდა დაგიმტკიცებ ცალკე”, – განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.
კომენტარები