• რეკლამა
  • კონტაქტი
16:16, სამშაბათი, 22 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თემურ ჭყონია – მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

ალია ავტორი - ალია
17:38 10-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155


“მათ შორის, ვინც წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად ხაზარაძე ერთ-ერთი საუკეთესოა, ”- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ადგილი უნდა დაიკავოს კანდიდატმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ექნება სრულყოფილი გეგმა. ასეთი ხედვა კი “ლელომ” “ახალი მარშალის გეგმით” უკვე წარმოადგინა. 

“მამუკა ხაზარაძის განვლილ ცხოვრებასა და მის გაკეთებულ საქმეებს თუ გადავხედავთ, რა სირთულისა და სიძლიერის ბიზნესები აქვს გაკეთებული ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, ვინც წარმოდგენილია. მხოლოდ კანდიდატურის დაყენება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, თუ რის გაკეთებას შეძლებენ გამარჯვების შემდეგ. კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ ცოდნით და ზოგადი ხედვით. ეს ხედვა კი “ლელომ” და მამუკა ხაზარაძემ “მარშალის გეგმის” სახით წარმოადგინეს. ყველა კანდიდატის, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ანალიზი და კრიტიკულ ჭრილში შეფასება უნდა გაკეთდეს. 
ეს ანალიზი კი მოიცავს შემდეგს: 
1. რა ხედვა და გეგმა აქვს კანდიდატს აღნიშნული პოზიციის დაკავების შემდეგ. 
2. როგორ განახორციელებს ამ გეგმას.
გეგმის დაწერა და შედგენა არის მარტივი, მთავარია მისი სწორად შესრულება და იმ გარემო პირობებზე მორგება, სადაც ვიმყოფებით,” – განაცხადა თემურ ჭყონიამ. 


ბიზნესმენის თქმით, “ლელოს” “ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური, თუმცა ის ანალიზის შედეგადაა მიღებული. 

“მიუხედავად იმისა, რომ “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური. რაც ამ გეგმაში ნათლად ჩანს, არის ის, რომ ანალიზისა და საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობის შედეგადაა მიღებული. მსგავსი გეგმის შედგენის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქვეყნის პოტენციალი და მისი შესაძლებლობები, აქ კი ჩანს, რომ “ლელოს” გუნდს ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს. ეს გეგმა კი უნდა შეასრულოს გუნდმა, რომლითაც პარტია დაკომპლექტდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ლელო” არის ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი, ახალი შემართებით, რომლებსაც შეუძლიათ, ეს გეგმა სრულყოფილად გაშალონ და მოარგონ ქვეყანას,” – აღნიშნა ჭყონიამ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
ახალი ამბები

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად

15:01 07-22-2025
გაატარე ზაფხული შენებურად –  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18:15 07-21-2025
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved