• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თემურ ალასანიას გეგმის მეოთხე პუნქტი – ვისი სცენარით მოქმედებს ოპოზიცია?!

ალია ავტორი - ალია
05:14 12-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

გაერთიანებული ოპოზიციის სხდომის დასრულების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ალტერნატიული პარლამენტის შექმნა დაანონსა. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ალტერნატიული პარლამენტი ხელისუფლების ოპოზიციისთვის გადაბარების პროცესს დააჩქარებს.

ნათელაშვილი პირველი არ არის, ვინც ალტერნატიული, ე.წ. სახალხო სტრუქტურების შექმნა დაანონსა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც სწორედ ალტერნატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და სახალხო დაუმორჩილელობაზეა საუბარი. ჩანაწერის მიხედვით, თემურ ალასანიას სცენარი ასეთია:

თემურ ალასანია: – პირველი – არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას, მეორე – სრული სამოქალაქო დამოურჩილებლობა, სრული ნაციონალური მასშტაბით სამოქალაქო დამოურჩილებლობა, მესამე – არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი… ანუ საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა ხალხს, და პოლიტიკურ სპექტრს შორის. მეოთხე –

გუბაზ სანიკიძე: – აბა რა

თემურ ალასანია: – ბოდიში… მეოთხე – დროებითი მთავრობის შექმნა. სასწრაფოდ, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, რომ, ნაციონალური გადარჩენის, ეროვნული გადარჩენის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ხალხის წინაშე თავის თავზე და მსოფლიოს წინაშე და იღებს ძალაუფლებას თავის ხელში და მეხუთე – მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ ვთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე, ისევე, როგორც რეგიონში მშვიდობაზე, ისევე როგორც შენარჩუნებას, ასე შემდეგ. ვსო, That’s it.

რას გულისხმობს სახალხო პარლამენტის შექმნა და თუ იყო ამ თემასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე მსჯელობა? – ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს მიმართა.

„ბატონმა შალვამ, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეა გააჟღერა. მას ამ იდეაზე არავინ დათანხმებულა და არც ამ საკითხზე უმსჯელია არავის. რასაც თქვენ მეკითხებით, უბრალოდ, იდეაა, მეტი არაფერი. ბატონმა შალვამ საკუთარი აზრი გამოთქვა და ყველაფერი ამით მორჩა. ჩვენ ხომ პარლამენტში არ ვართ, ჩვენც ხომ ხალხი ვართ და რაღაცა ჩვენც უნდა გავაკეთოთო. ისევ გიმეორებთ, ამ თემაზე სერიოზული საუბარი არ შემდგარა. მეც არ ვიცი, რას ითვალისწინებს სახალხო პარლამენტის იდეა“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს სამოქმოდო გეგმასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ალტერნატიული პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით, განაცხადა:

“ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია. ეს საპროტესტო აქციები თუ ალტერნატიული სახალხო პარლამენტები დააჩქარებს ხელისუფლების გადაბარების პროცესს. ეს იქნება საკონსულტაციო-სტრუქტურული ინსტიტუტი, რომლიც საკუთარ ხმას გააგონებს ქვეყანას, მსოფლიოს თანამეგობრობას და დააჩქარებს ხელისუფლების დასამარებას“

წყარო პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved