თელავში 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ალაზნის ქუჩაზე მოხდა. „რუსთავი 2“ -ის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ფაქტი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
მეზობლების თქმით, ის ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. გარდაცვლილი აბაზანაში ახლობელმა იპოვა.
მომხდარზე არსებობს ვარაუდი, რომ ქალი გაზით გაიგუდა, თუმცა ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
კომენტარები