• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„თეგეტა მოტორსი“ თანამედროვე დანადგარების გაყიდვებში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

ალია ავტორი - ალია
16:42 03-13-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
408

ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  თანამედროვე, ინოვაციური დანადგარები და სასაწყობე მოწყობილობებია. მათ რეალიზაციას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში „თეგეტა მოტორსი“ ახდენს. პრემიუმ ბრენდების გაყიდვების გარდა, კომპანიის გამოცდილი გუნდი დანადგარების ტექნიკურ მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი:

„ჩვენი მთავარი მიზანი ბიზნესის ხელშეწყობა და პროცესების გამართული მუშაობაა. საჭიროების მიხედვით, მათ სხვადასხვა ტიპის საავტომობილო ამწეებს, სადიაგნოსტიკო აპარატებს, ავტომობილის გასაჭიმ რობოტებსა და სხვა თანამედროვე დანადგარებს ვაწვდით. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ სასაწყობე მეურნეობის სრულად აღჭურვისთვის საჭირო ინვენტარს. გვაქვს ხელის, პნევმატიკური, ელექტრო და სპეციალური DIY ინსტრუმენტები, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო. რაც ყველაზე მთავარია, საგარანტიო პერიოდში მომხმარებელს სრულიად უფასოდ ვემსახურებით და შესაბამისად, სათადარიგო დეტალსაც უსასყიდლოდ ვაწვდით. საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ კი შეღავათიანი პირობებით ვეხმარებით ნებისმიერი დეტალის შეკვეთა-ჩამოტანასა და მონტაჟში“.

„თეგეტა მოტორსის“ მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხი, პროდუქციის მუდმივი მარაგი და ადგილზე მიწოდების მოკლე პერიოდია. ბიზნესპროცესების უწყვეტობისთვის, ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. მათ ტრენინგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პრემიუმ ბრენდების წარმომადგენლობებში აქვთ გავლილი.

სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი:

„ჩვენი მთავარი უპირატესობა დაფუძნებულია მრავალწლიან გამოცდილებაზე. განხორციელებული გვაქვს ასობით წარმატებული პროექტი, გვყავს გაყიდვების გამოცდილი ჯგუფი და ასევე გვყვანან საიმედო უცხოელი პარტნიორები. ჩვენს ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, მომხმარებელს ვეხმარებით სერვისის დაგეგმვაში, სრულად აღჭურვაში და ვმუშაობთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით“.

„თეგეტა მოტორსის“ დანადგარების კატალოგში პრემიუმ ბრენდებია წარმოდგენილი:  Hofmann; Hunter; Teco; Texa; Atek Makina; Launch; Toptul; Milwaukee; Xilin; Podem; IPC; Temesist; Altasjenerator და სხვა. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საცალო, ისე საბითუმო და კორპორაციულ სეგმენტში. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინდივიდუალური შეკვეთების სერვისით და ნებისმიერი დანადგარის ჩამოტანას  აშშ-დან, ევროპიდან თუ აზიიდან კომპანია მოკლე დროში უზრუნველყოფს.

სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: „სასაწყობე მიმართულებით წარმოვადგენთ ისეთ პრემიუმ ბრენდს, როგორიც არის Xilin. ის 1985 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მექანიკურ და ელექტრო სასაწყობე მოწყობილობებს და რეალიზაციას ახდენს 100-ზე მეტ ქვეყანაში. Podem ამწის კონსტრუქციული ელემენტებისა და კვანძების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია, ხოლო MILWAUKEE ელექტროხელსაწყოებისა და აქსესუარების წარმოებაში ნომერ პირველი ბრენდია. სწორედ პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობა განაპირობებს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საავტომობილო ამწეების, ვულკანიზაციის დანადგარების, ავტომობილის გასაჭიმი რობოტებისა და სერვისის სხვა დანადგარების 95% არის „თეგეტა მოტორსის“ მიერ რეალიზებული და დამონტაჟებული. ეს ციფრი წლიდან წლამდე იზრდება“.

„თეგეტა მოტორსის“ უახლოეს გეგმებში გერმანული ბრენდის, CHRIST-ის მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სარეცხი პორტალების გაყიდვების დაწყებაა. სამომავლო გეგმებშია ასევე ელექტროდამტვირთველებისა და სასაწყობე ტექნიკის შოურუმის მოწყობა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე დაათვალიეროს და შეარჩიოს სასურველი პროდუქცია.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved