• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეგეტა ჰოლდინგი” საერთაშორისო კონფერენციის – Uniting Business Europe-ის ერთ-ერთი გენერალური სპონსორი იყო

ალია ავტორი - ალია
18:00 10-10-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – Uniting Business Europe გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობითა და „თეგეტას“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენცია მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და 2030 წლისთვის მათი მიღწევის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესზე, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მდგრად დაფინანსებაზე, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკაზე, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

Uniting Business Europe-ის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „ხვალინდელი დღის გარდაქმნა: ფოკუსი ESG-სა და ევროკავშირის რეგულაციებზე”. პანელის მონაწილეებმა, გაეროს გლობალური ქსელის საერთაშორისო წევრებმა, ევროკავშირისა და ბიზნესების წარმომადგენლებმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ევროკავშირის რეგულაციებსა და მათი შემუშავება-აღსრულების პროცესში კერძო სექტორის როლზე ისაუბრეს. პანელში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ვახტანგ კაჭარავამ ჰოლდინგის CSR მიმართულებებსა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ისეთი მასშტაბისა და გლობალური მნიშვნელობის მქონე ღონისძიების მხარდამჭერები, როგორიც Uniting Business Europe-ია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი ბიზნესს არ ავალდებულებს თავის საქმიანობაში CSR მიმართულების ინტეგრირებას, „თეგეტა“ ამ კუთხით გამორჩეულია და ამ ყველაფერს, ვალდებულების მიღმა, უკვე წლებია აკეთებს. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის იდენტობის ნაწილია. დღეს კი მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა საუკეთესო პრაქტიკები და, სხვა აქტორებთან ერთად, შეგვეფასებინა ჩვენი როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“.

Uniting Business Europe-ის კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან და დაინტერესებული მხარეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და გლობალური ბიზნესის ლიდერები; ხელისუფლების წარმომადგენლები; კორპორაციული მდგრადობის ექსპერტები; სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით გაიმართა.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, აგრეთვე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს. ესენია: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved