• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეა წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო, ჭკვიანი გოგო იყო, დაკვირვებული და აუჩქარებელი… არ უნდა ეთქვა ეს თეა წულუკიანს!“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:07 07-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

-ახლახან, 13 ივლისს, თეა წულუკიანმა ინტერვიუ მისცა “საზოგადოებრივ არხს“, სადაც პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ დასავლეთმა ხელების გადაგრეხით გვაიძულა,  დათმობებზე წავსულიყავითო. იქვე დაამატა, ჩვენი პარტიისთვის ეს დათმობები წამგებიანიაო, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე განაცხადა ეს. მოდი, ლოგიკურად მივყვეთ, ან–ს რომ იტყვის, ბან–ი ჩვენ დავუმატოთ. ე.ი. რა თქვა წულუკიანმა. შარლ  მიშელთან დადებული შეთანხმება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოაო. თუ ის ხელშეკრულება საქართველოს ინტერესების, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგოა წულუკიანის აზრით, მაშინ გამოდის, რომ თავად წულუკიანის ფასეულობები და ღირებულებები ვერ ჯდება ლიბერალური დემოკრატიის სტანდარტებში. კი, სიტყვა გაექცა  წულუკიანს, გაცხარდა ცოტა და მერე ბოდიშიც მოუხადა წამყვანს, გავცხარდიო. თეა წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო, ჭკვიანი გოგო იყო, დაკვირვებული და აუჩქარებელი.  არ უნდა ეთქვა ეს თეა წულუკიანს. გამოდის, რომ შარლ მიშელმა ხელები გადაუგრიხა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ ეს ხელშეკრულება დაედოთ. გამოდის, რომ მიშელის ხელშეკრულება „ქართული ოცნების“ ინტერესების საწინააღმდეგოა. მაშ, ვის ინტერესებშია? ე.ი. რაც  „ქართული ოცნების“ ინტერესების საწინააღმდეგოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესების საწინააღმდეგოც არის? თუ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ტენდენციის საწინააღმდეგოა ჩვენი დემოკრატიული განვითარება? ამიტომ, დღეს ჩვენი საგარეო კურსი არ არის ჩამოყალიბებული, თეორიულად და პრაქტიკულად დადასტურებული. კლიშედ იქცა, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ, დასავლური ღირებულებების ერთგულნი ვართ და ამას ყოველდღე იმეორებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. თუ დასავლეთისკენ მიდიხარ, რატომ არ შეაჩერე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა? რატომ დაარღვიე შარლ მიშელის შეთანხმება? სამართლიანი სასამართლო თუ არ გექნება და რეფორმები თუ არ გაატარე ამ სფეროში, რამდენიც გინდა იძახე, რომ დასავლეთისკენ მიდიხარ. კი არ მიდიხარ, ამით შორდები დასავლეთს. მარტო სასამართლო არა,  საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში, კანონმდებლობაში, ახლახან არჩატარებული პრაიდისა და სხვა საკითხებში, „ქართული ოცნება“ ბევრ ანტიდასავლურს აკეთებს. ჯერჯერობით, ამერიკას ჩვენთვის არ მოუცლია, პირდაპირ ვთქვათ. დღეს ბაიდენის მთავარი საზრუნავია, როგორმე ევროპა ამოიყენოს გვერდით. ევროპა და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპა ამტკიცებს, რომ ჩვენი მთავარი მტერი რუსეთიაო. ბაიდენისთვის მთავარი მტერია ჩინეთი. აი, აქ არის მთავარი წინააღმდეგობა ევროპასა და ამერიკას შორის. ეს არის ბაიდენის საფიქრებელი, რომ მთავარ მოწინააღმდეგედ ევროპამაც აღიქვას ჩინეთი და არა რუსეთი. თუ ჩვენ  გვინდა ამერიკის, დასავლეთის კეთილგანწყობა შევინარჩუნოთ, უნდა დავაჯეროთ, რომ იმ ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების ერთგულები ვართ. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ეს კიდევ უფრო საეჭვო გახადა. 5 ივლისის მოვლენებს ვგულისხმობ. ქართული საზოგადოება, ქვეყანა არ არის მზად იმისთვის, რომ რუსთაველზე ამ ლგბტ–ებმა ფერადი დროშებით და  მარშით ჩაიარონ. ჩვენთვის ეს ჯერ ნაადრევია. აქ გადის წყალგამყოფი ჩვენსა და დასავლეთს შორის. ვერც დასავლეთი გაგვიგებს ამ საკითხში ვერასოდეს და არც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა მზად, გაუგოს დასავლეთს ამ საკითხში.

თეგები: თეა წულუკიანისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved