• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხაილ შვიდკოი იმყოფებოდა

ალია ავტორი - ალია
13:08 06-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

თბილისში ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხაილ შვიდკოი იმყოფებოდა.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ავრცელებს. შვიდკოი მოსკოვის მიუზიკლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ის თბილისში ამ თეატრის “ცირკის პრინცესისა” და “რევერსის” კინოსპექტაკლის ჩვენებას დაესწრო.

შვიდკოის აზრით, კულტურას რუსეთსა და საქართველოს შორის “ნდობის აღდგენა” შეუძლია.

“მგონია, რომ კულტურა არის სფერო, რომელსაც შეუძლია ნდობის იმ ატმოსფეროს აღდგენა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა. ხალხები ყოველთვის ერთმანეთისადმი მიილტვიან, ჩვენ საკმაოდ სიღრმისეული კავშირი გაგვაჩნია.” – თქვა შვიდკოიმ.

შვიდკოი თვლის, რომ გამართული ჩვენება “უაღრესად მიმზიდველია” ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტების განვითარების თვალსაზრისით.

“ვფიქრობ, [ჩვენება] ჩვენს კოლეგებში ინტერესს გამოიწვევს, რადგან გვსურს, საქართველოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გავაცნოთ თანამედროვე რუსული ხელოვნება, თანამედროვე რუსული ფერწერა, კინემატოგრაფია და არტისტების შემოქმედება. ცხადია, ჩვენ მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის მისაღები და კომფორტული იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარ კულტურულ აქციებს თავისი მნიშვნელობა აქვს.” – თქვა პუტინის წარმომადგენელმა.

შვიდკოის თქმით, რუსეთი ღაა ქართველი ხელოვნებისთვის.

“უნდა ითქვას, რომ ქართველი შემსრულებლები რუსეთში მრავლად არიან. რეგულარულად ჩამოდიან გასტროლებზე დიდი ქართული კოლექტივები, არის მრავალი შესანიშნავი მუსიკოსი, შემსრულებელი, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ რუსეთში.” – დაამატა შვიდკოიმ.

ბოლო სამ თვეში საქართველოში ეს შვიდკოის მეორე ვიზიტია. აქამდე ის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს დაკრძალვის ცერემონიაზე რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.(ტაბულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved