თბილისში მიწიქვეშა გადასვლელში რუსი ტურისტი ჩავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს და წერს, რომ ფაქტის ამსახველი კადრები ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ქალი ერთმანეთს ტელეფონით ვიდეოებს უღებს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მიწიქვეშა გადასასვლელში ვარდება.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა რესპუბლიკის მოედანზე მოხდა. მოსკოველი ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები