• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები დაინიშნება, ამოქმედდება გადახდის ინტეგრირებული სისტემა

ალია ავტორი - ალია
13:09 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,505

წლის ბოლოს დედაქალაქის ავტოპარკი მოწესრიგებული იქნება და ჩვენ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ, – ამის შესხებ თბილსის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თბილისის მერმა ის ახალი სატრანსპორტო მარშრუტები დაასახელა, რომელიც თბილისის უბნებს დაემატება. „ესაა ის უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. კერძოდ 421-ე, 443-ე, 446-ე მარშრუტები, რომელიც მეტროს სადგურ გურამიშვილიდან ზღვის უბანთან დამაკავშირებელი ხაზია. ამოქმედდება სოფელ დიღმიდან საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონებთან დამაკავშირებელი ხაზები, ასევე დიღმიდან სოფელ დიდგორსა და თელოვანთან დამაკავშირებელი მარშრუტები. ახლად რეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩაზე ინიშნება სამარშრუტო ხაზი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროს სადგურ ახმეტელის თეატრთან დააკავშირებს. გარდა ამისა მარშრუტები 454, 494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ 54-ე და 104-ე ხაზებს. ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი ლურჯი მიკროავტობუსი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან სამარშრუტო ტაქსებში გადახდის ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, იანვრიდან კი სააბონემენტო სისტემა შემოვა.

“იანვრის თვიდან ჩვენ შემოგვაქვს სიახლეები – სააბონემენტო სისტემა. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ასევე, იქნება ინტეგრირებული ტარიფი. იცით, რომ მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, საათ-ნახევრის განმავლობაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს დღევანდელი მოცემულობიდან ყვითელ ე.წ. მარშუტკებზე არ ვრცელდება, თუმცა მომავალი წლიდან მთლიანად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებლობა, გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფები”, – განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved