• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში III საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ გაიმართება

ალია ავტორი - ალია
15:08 11-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

20-22 ნოემბერს, 5 მარეგულირებელი უწყების – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.  კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.

კონფერენციის ფარგლებში, ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით  პანელური დისკუსია გაიმართება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებისა და აღსრულების პოლიტიკის, მომხმარებლის დაცვის  ეფექტიან მიდგომებს. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით იმსჯელებენ კარტელებთან ბრძოლის მეთოდებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვის საკითხებზე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა  დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების – გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის (DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის (CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები.  ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

(R)

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved