გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სია და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა, თბილისის მერობისათვის ბრძოლაში კი თავად ჩაერთო.
გიორგი გახარია:
„მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრად უკეთესად ვიცი რა სჭირდება ამ ქალაქს. და ისიც ძაან კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო. ამასთან ერთად, ამ ქალაქს სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი. ამ ქალაქს სჭირდება მეგაპროექტები.”
კომენტარები