თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთ ფილიალში, 17 მედიკოსს Covid-19 დაუდასტურდა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით მე-10 ფილიალის თანამშრობლებს კოვიდინფექცია დღეს დაუდასტურდათ. ინფიცირებულია 17 ექიმი. მათგან ნაწილი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, გორში გადაჰყვათ, რადგან თბილისში კლინიკებში ადგილების დეფიციტია.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ კომენტარს ხვალ დილით გააკეთებენ, როდესაც ინფორმაციას გადაამოწმებენ.
კომენტარები