თბილისის საკრებულოს სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს. საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” სხდომაზე ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის, გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ.
ცნობისთვის, თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. 43 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 27-მა დაუჭირა მხარი.
თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.
ფოტო – „მთავარი არხი“
კომენტარები