• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევექსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
16:57 11-08-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
350

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევექსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი სტუდენტებში ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის დანერგვა, ცნობიერების ამაღლება და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზებაა.

პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესი ქსელი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტებს განსაკუთრებულ პირობებს, 100%-მდე დაფინანსებულ მომსახურებას და სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ფასდაკლებებს შესთავაზებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პერიოდული გამოკვლევების კულტურის ჩამოყალიბებასა და მომავალში მათი ცხოვრების ხარისხის გააუმჯობესებას.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება თსუ-ს სტუდენტებში და პარალელურად მათი ევექსში დარეგისტრირების ნაწილი პერმანენტულად გაგრძელდება.

გარდა ამისა, თითოეულ სტუდენტს საშუალება აქვს საქართველოს ბანკისა და ევექსის ჯანდაცვის სტუდენტურ პროგრამას შემოუერთდეს და მიიღოს დამატებითი ფასდაკლება ევექსში სამედიცინო სერვისებზე. STUDENT CARD – ის ფლობელები ბარათით გადახდისას კი მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ სტომატოლოგიურ ქსელ ,,ნიუ დენტში“ და ფასდაკლება ექნებათ „ჯპს“-ისა და „ფარმადეპოში“, როგორც მედიკამენტებზე ისე თავის მოვლის საშუალებებზე.

აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ევექსი მნიშვნელოვან შეთავაზებებს როგორც რეგისტრირებულ, ასევე არარეგისტრირებულ და არარეზიდენტი სტუდენტებისთვის ავრცელებს.

,,მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ შესაძლებლობა მოგვცა სტუდენტებს კიდევ უფრო აქტიურად მივაწვდინოთ ხმა და ვესაუბროთ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ევექსისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა როცა საქმე ახალ თაობას ეხება, ნამდვილად მზად ვართ ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და ხელი შევუწყოთ იმ კულტურის ჩამოყალიბებას, რასაც ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი ჰქვია“ – განაცხადა გიორგი გორდაძემ, ევექსის დირექტორმა.

თეგები: ევექსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved