• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას სრულად დააფინანსებს

ალია ავტორი - ალია
11:58 06-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100%-ით დაფინანსდება.

„დედაქალაქის მერიაში ჯანდაცვის მიმართულებით უამრავი პროგრამა ფინანსდება. ერთ-ერთი მთავარია ღვიძლის გადანერგვის პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის დაწყებისას, ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მოქალაქე მუნიციპალიტეტის მხრიდან, მომსახურებისთვის განსაზღვრული ტარიფის 50%-ით ფინანსდებოდა. მოგვიანებით, დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზარდა და 70 ათასი ლარი შეადგინა. თუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ღირდა 120 000 ლარი, დედაქალაქის მერია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აფინანსებდა 70 000 ლარით. იგივე პროგრამა ხორციელდებოდა ბათუმში. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერის გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მისასალმებელია. დაფინანსების ოდენობა სახელმწიფოს მხრიდან განისაზღვრა 100%-ით. ჩვენ პრემიერის გადაწყვტილებას მივესალმებით და, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ვუერთდებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

„დედაქალაქის მერიაც 100%-ით, ანუ სრულად დააფინანსებს ტრანსპლანტაციის პროგრამას, რათა აღნიშნული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატოთ. აქამდე თუ მხოლოდ 70%-ით ფინანსდებოდა და დანარჩენი თანხების მოძიება თვითონ ამ ადამიანებს უწევდათ, ამიერიდან ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ ერთი წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუმცა წყვეტის პერიოდში, რეგისტრაცია სხვა მუნიციპალიტეტში არ გაუვლიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved