• რეკლამა
  • კონტაქტი
10:41, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერიამ 94,441 ლარის ფოიერვერკები იყიდა

ალია ავტორი - ალია
02:02 04-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

დედაქალაქის მერიამ 25 მარტს, 94,441 ლარის ღირებულების ფეიერვერკების შეძენის შესახებ გააფორმა ხელშეკრულება.

კომპანია “ქოლორფულ სფირითსთან” გაფორმებული კონტრაქტი ერთწლიანია და ის ძალაში 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით იქნება ძალაში.

BMG-ის კითხვაზე – თუ რა ღონისძიების გასაფორმებლად იყიდა მერიამ ფოიერვერკები, დედაქალაქის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მისი შეძენა ზოგადად ყველა დღესასწაულისთვის მოხდა.

ჯამურად, დედაქალაქის მერია 2670 ცალ ფოიერვერკის ჭურვს ყიდულობს.

“ალია” – ქვეყანა და დედაქალაქი ყიდულობს, ალბათ, ასე ზოგადად ფოიერვერკებს, მაგრამ ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა!

მართალია, მთავრობამ ისაუბრა, რომ მინიმუმამდე უნდა შეამცირონ ხარჯი მუნიციპალიტეტებმა და შესაძლოა, ტენდერებიც კი გააუქმონ, რადგან მეტი თანხის მობილიზება შეძლონ, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ როცა საქმე ფოიერვერკს ეხება – იქ თანხა არავინ უნდა დაზოგოს.

ხელშეკრულებაში, რომელსაც მერიამ ხელი მოაწერა ცალკე თავი აქვს მიძღვნილი ფორს-მაჟორს და ჩამონათვალში, რა დროს შეიძლება დადგეს ფორს-მაჟორი, საპატიო ადგილი უჭირავს ეპიდემიას.

მიუხედავად იმისა, რომ ფორს-მაჟორის შემთხვევაში, მხარეს (ამ შემთხვევაში) თბილისის მერიას, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე შეეძლო ხელშეკრულების გაუქმება – იგი ასე არ მოიქცა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ინფორმაცია, რომ ფოიერვერკებს ჩინეთიდან ჩამოვიტანთ – ალბათ, უკვე წვრილმანია.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციიდან და მთლიანად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) არაერთი სასურსათო პროდუქტის ექსპორტირება აიკრძალა – მათ შორის,  წიწიბურის, ბრინჯის, ხახვის, ნივრის…

იმის ნაცვლად, რომ ალტერნატიული გზების ძებნა დაგვეწყო პროდუქტის შესაძენად, გილოცავთ, ჩვენ ჩინეთიდან ჩამოგვივა ფოიერვერკები.

სხვა ქვეყანაში, ამ ფაქტს, ფოიერვერკის კი არა, დედაქალაქის მერის “აფეთქება” მოჰყვებოდა!

საქართველოში კი 94, 441 ლარის ღირებულების ფოიერვერკი აფეთქდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved