• რეკლამა
  • კონტაქტი
13:33, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალი, სადაც 26 სექტემბრიდან წყალმომარაგება 36 საათით შეწყდება

ალია ავტორი - ალია
12:06 09-24-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.

ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია ახალ მილზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება.

საგზაო პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა არეალში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გადატანა. სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რათა თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ტექნიკური ჯგუფები მასშტაბურ სამუშაოებს 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს და მიკრო რაიონებს, ჟღენტის, შავგულიძის მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ფერმწერთა, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის, საშა იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანჯაფარიძის, ნადირაძის, შავიშვილის, მამასახლისოვის, თოფურიას, პიკასოს, ქავთარაძის ქუჩებს, უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების ნაწილს. სოფელ თხინვალას, სოფელ ლისს, აკაკი გელოვანის ქუჩას. სოფელი დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონდებაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, თოფჩიშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთას, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, ზ. სარაჯიშვილის, ვაჩეიშვილის, მირიანაშვილის, თეთრი გიორგის, ჩარგალეთის, იოაკიმ და ანას ქუჩები, ეკლესიის უბანი, ფარნავაზის N18, N20, N22, N24, N26, შეყლაშვილის, პეტრიწის N2ბ, ნიკო ბურის N25, თინათინის, შმერლინგის ქუჩები, სოფელი ძველი ვეძისი, დიღომი 7, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვნის გამზირი, მოციქულთასწორის ნინოს, ისიდორე დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის ქუჩები. დიღმის მასივის I კვ მთლიანად (გარდა 10, 11, 12), სოფელი დიღომი, ვაშლიჯვრის დასახლების 2ა, 3ა, 4 და 4ბ ზონები.

ვაკის რაიონში: ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, მარგიანის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩებს, ჯებაშვილის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ალასანიას ქუჩებს; ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილისა და ასათიანის ქუჩების ნაწილს.

გლდანის რაიონში: ზაჰესის დასახლება: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხადგვერდის, რეაქტორის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved