შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს ქალი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ქალი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშულისთვის, მათ შორის: დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
















კომენტარები