“ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, China Southern Airlines-ი 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო
აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს.
ამ გადაწყვეტილებამდე, ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავდა.
ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
კომენტარები