• რეკლამა
  • კონტაქტი
17:10, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავფუჩეჩა კაცს მინდა მივმართო, თუ კანონს მიიღებ, ის კანონი უნდა დაიცვა: გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
12:50 10-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ფოთში ოპოზიციის მერობის შეთანხმებული კანდიდატი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, მოუწოდებს, რომ „კანონი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბანზე 100 მეტრის რადიუსი უნდა იყოს დაცული – დაცული უნდა იქნას“.

მისივე განმარტებით, 32-ვე საარჩევნო უბანში ქართული ოცნების წარმომადგენლები აღნიშნულ კანონს არღვევენ.

გიგი უგულავას თქმით, ყველას ვისაც ქართული ოცნების მმართველობა ყელში ამოუვიდა, მივა რეფერენდუმზე და მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ მისცემს ხმას.

„ვისაც ამ ქვეყანაში უსინდისობა მობეზრდა და ყელში ამოუვიდა, ვისაც ამ ქვეყანაში შლეგი ოლიგარქის მმართველობა ყელში ამოუვიდა, ის მოვა რეფერენდუმზე და ხმას მისცემს “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ. მინდა ფოთელებს მივმართო, მეგობრებო, ერთი კვირა სულ წვიმდა და პროგნოზით, კიდევ ორი კვირა წვიმა იქნება. დღევანდელი დღე არის გამონაკლისი, მემგონი ბუნება გვკარნახობს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, არ დაიზაროთ და მოდით.

კონკრეტული რამ მინდა გითხრათ, ახლა ოქტომბერია და თითოეულ თქვენგანს აქვს მოლოდინი, დაიწყება თევზის სუნი, ძალიან კარგად იცით ვინ ააყროლებსამ ქალაქს. ეს არის ოლიგარქის საცეცები აქ, ადგილზე და ამის მიხედვით გააკეთეთ არჩევანი. თუ ეს რეჟიმი დარჩება, ხვალიდან ისევ თევზის სუნით ააყროლებენ ქალაქს. მოგექცევიან ზუსტად ისე, როგორც აქამდე გექცეოდნენ. ამიტომ მოდით, იაქტიურეთ და შევცვალოთ სიტუაცია ფოთში და მთელ ქალაქში.

რაც შეეხება დარღვევებს, თავფუჩეჩა კაცს მინდა მივმართო, მმართველი პარტიის თავმჯდომარე რომ ჰქვია, მან მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსი უნდა იყოს დაცული. შეგვიძლია გავიაროთ 32-ვე საარჩევნო უბანში და ნახავთ, რომ მისი წარმომადგენლები ამ კანონს არღვევენ. მეორე, მან მიიღო კანონი, რომ მოქალაქეების თავისუფალი ნების კონტროლი არ შეიძლება. ახლა ვსვამ კითხვას, საიდან აქვს “ქართული ოცნების” კოორდინატორებს სურათებიანი სია. სურათებიანი სია აქვს მხოლოდ ცესკო-ს. ამიტომ, თუ კანონს მიიღებ, ის კანონი უნდა დაიცვა, თქვენ არაფერი არ გიშველით, ყველა “მარშუტკები“, რომ ჩამოალაგეთ, თბილისი – ფოთის ხაზზე რაც მოძრაობს, სენაკის და აჭარის მიმართულების გზაზე, მაინც არაფერი გიშველით, თქვენი დრო წასულია. ასე რომ სიტუაციას ნუ დაიმძიმებთ, დაანებეთ ხალხის კონტროლს თავი,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved