• რეკლამა
  • კონტაქტი
17:52, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავხედური ცვლილება კანონში” – რა იგეგმება საგანგებოს მოხსნის შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
15:10 05-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილების პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

მთავრობას უნდა მიენიჭოს უფლება, კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე, საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე კრიზისული ვითარება დაარეგულიროს. ასევე, შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა, სხვადასხვა კვების ობიექტის მუშაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცვლილებები კანონში მთავრობას საშუალებას მისცემს ეპიდსიტუაცია გააკონტროლოს

ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვის რაც საჭიროა, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში.

ან უნდა მივუშვათ ეს პროცესი და თუ გვეყოლება რამდენიმე ასეული ინიფიცირებული, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ცვლილებების წინააღმდეგია და  არადემოკრატიულ ინიციატივად აფასებენ.

ოპოზიცია ახალ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე მისცემს, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები დამტკიცდება, შესაძლოა მთავრობამ წინასაარჩევნო პერიოდში შეძლოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების აკრძალვა.

გარდა ამისა, აუკრძალოს მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა ცდილობს მოიპოვოს ბერკეტი პოლიტიკური განწყობების ჩასახშობად ↓↓↓

კარანტინის დროს – რაც კი გვინახავს ჩვენ ამ ქალაქების ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანების სახლში გამოკეტვა და სხვა, რასაც სჭირდებოდა პარლამენტის ნებართვა, ახლა ყველაფერს გააკეთებს მთავრობა.

საკმარისია, არ მოეწონოს რომელიღაც ქალაქში პოლიტიკური განწყობილება, აღმოჩნდეს ერთი კორონავირუსი ან საერთოდ არ აღმოჩნდეს და ჩაკეტავსს მთელ ქალაქს პოლიტიკური მოსაზრებით.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ცვლილებების პაკეტს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და არადემოკრატიულ ინიციატივად აფასებს ↓↓↓

ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ პარლამენტის როლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ამის მოთხოვნა უბრალოდ თავხედობაა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ.

პარლამენტის წევრი და პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება ↓↓↓

თუ ესეთი კანონი იქნება მიღებული, „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმურ მდგომარეობაში ჩააყენებს.

არჩევნების შედეგები შესაბამისად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. თუ ფიქრობენ, რომ დასავლელ პარტნიორებს დაუთმეს პატიმრების გამოშვება და ამის გამო ეს შერჩებათ ძალიან ცდებიან.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ შეზღუდვების მიღებას სამართლებრივი ჩარჩო სჭირდება ↓↓↓

ხუნდაძეს და სხვებს ვურჩევდი

ჩაიხედონ საქართველოს კონსტიტუციაში, დაინახავენ რომ ყველა შეზღუდვას სჭირდება სამართლებრივი ჩარჩო. თუ საგანგებო ვითარება აღარ იქნება სამართლებრივი ჩარჩო, საკითხავია რა ლეგალური ჩარჩო გაამაგრებს შეზღუდვების დაწესებას. 

მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. (პრაიმტაიმი)

“ალია” – ამ საკითხთან დაკავშირებით “ალიას” 15 მაისს, პრემიერის სიტყვის დასრულებისთანავე ჰქონდა მყარი პოზიცია.

რატომღაც ოპოზიცია ჯერ დაელოდა კანონპროექტის მიტანას პარლამენტში და მერე გაკეთდა განცხადებები.

ბევრი კანონპროექტი ვიცით, რომელსაც ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი, მაგრამ მაინც დაამტკიცა მთავრობამ…

რა მოხდება ამჯერად და რა ბერკეტი ექნება ხელისუფლებას “დარჩისახლში”-ს გასაგრძელებლად და შემოსაღებად, როცა დასჭირდება, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved