გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე, მომავალი პრემიერობის პირველი კანდიდატი დასახელდა – გიორგი ვაშაძე. რას ფიქრობენ მასზე ექსპერები?
პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე”
„საქართველოში თავისუფალი თაობის პოლიტიკოსების დრო დადგა. მსოფლიო ახალ მოთხოვნებს უყენებს პოლიტიკოსებს. ფაქტიურად დღეს მიდის მსოფლიოს ახალი გადანაწილება ეკონომიკებისა და სიმდიდრეების მიმართულებით და საქართველოს ექნებოდა შანსი, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა დელეგიტიმირებული დასავლეთის თვალში. რეალური შანსი იმისა, რომ მოგებული გამოსულიყო ინვესტიციებით, ახალი ტექნოლოგიებით, ახალი საწარმოებით, მოგებული გამოსულიყო ამ ახალი მსოფლიოს გადანაწილების პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ისარგებლებდა მაღალი ნდობით, ინოვაციურობით და კრეატიულობით.
ამ თავსაზრისით ქართულ პოლიტიკურ ელიტაში უდავოდ გამოიყოფა გიორგი ვაშაძე, რომელიც ერთგვარად დროს უსწრებს ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შემოტანით, როგორც მმართველობაში, ასევე ეკონომიკაში. მსგავსი პოლიტიკოსების დრო უნდა დადგეს ქართულ პოლიტიკაში, თუ გვინდა, რომ მსოფლიოს ამ ახალი გადანაწილებიდან კიდევ უფრო გაღატაკებული და მშიერ-მწყურვალი არ გამოვიდეს საქართველო.
ამ გლობალურ გამოწვევებთან, იმ შანსებთან დაკავშირებით, რაც მსოფლიო ეკონომიკის და მათ შორის, საქართველოს წინაშე დგას, სწორედ ისეთი პოლიტიკოსები გვჭირდება როგორიც გიორგი ვაშაძეა თავისი დინამიურობით და ინოვაციურობით.
პარალელი.ჯი
კომენტარები