• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავის ტვინის იშვიათი სიმსივნისგან პირველი ბავშვის განკურნება „რეალურ იმედს იძლევა“

ალია ავტორი - ალია
21:12 02-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
319

ფრანგი ექიმი, ჟაკ გრილი ემოციებს ახლაც ვერ მალავს, როდესაც იხსენებს, როგორ მდგომარეობაში იყო მაშინ, როდესაც ლუკასის მშობლებისთვის უნდა ეთქვა, რომ მათი 6 წლის შვილი მოკვდებოდა. მას შემდეგ 7 წელი გავიდა. ლუკასი უკვე 13 წლის გახდა და სიმსივნის კვალი აღარ ეტყობა. ბელგიელი ბიჭუნა პირველი ბავშვია მსოფლიოში, რომელიც თავის ტვინის ღეროს გლიომისგან განიკურნა. მკვლევარები, რომლებიც ამ დაავადებას მკურნალობენ, ამტკიცებენ, რომ ეს „განსაკუთრებით სასტიკი“ სიმსივნეა.

სიმსივნის დიაგნოზს, რომელსაც დიფუზური ინტრაცერებრალური პონტინის გლიომა (DIPG) ეწოდება, ყოველწლიურად, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 300, საფრანგეთში კი 100-მდე ბავშვს უსვამენ. DIPG სიმსივნით დაავადებული ბავშვების პერსპექტივები სავალალოა – მათი უმეტესობა დიაგნოზიდან ერთი წლის შემდეგ ცოცხალი აღარ არის. ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ორი წლის განმავლობაში სიცოცხლეს მათი მხოლოდ 10 პროცენტი ინარჩუნებს.

ლუკასი და მისი ოჯახი ბელგიიდან საფრანგეთში გაემგზავრნენ, რათა პატარა პაციენტი ჩართულიყო კვლევით პროგრამაში, სახელწოდებით, „ბიომედე“, რომლის ფარგლებშიც დიპგენეზის საწინააღმდეგო ახალ პრეპარატების გამოცდა ტარდება. ლუკასის ორგანიზმი თავიდანვე აქტიურად რეაგირებდა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატ ევეროლიმუსზე, რომელიც მას შემთხვევით გამოუწერეს. „მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სკანირების აპარატში ჩემი თვალით ვნახე, რომ სიმსივნე მთლიანად გაქრა“, – განუცხადა ჟაკ გრილმა „ფრანს პრესს“. მაგრამ ექიმი მაინც ვერ ბედავდა მკურნალობის შეწყვეტას მანამდე, ვიდრე წელიწადნახევრის წინ, ლუკასმა თავად არ აღიარა, რომ მედიკამენტებს აღარ იღებდა.

„მე არ ვიცი სხვა მსგავსი შემთხვევა მსოფლიოში“, – ამბობს გრილი. რანაირად გამოჯანმრთელდა მთლიანად ლუკასი და როგორ შეიძლება ეს შემთხვევა მომავალში მისნაირ ბავშვებს დაეხმაროს, უცნობია. კვლევაში მონაწილე შვიდმა ბავშვმა დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე წლის განმავლობაში იცოცხლა, მხოლოდ ლუკასის სიმსივნე გაქრა მთლიანად. „მიზეზი იმისა, რომ ზოგი ბავშვის ორგანიზმი წამლებზე რეაგირებდა, ზოგისა კი არა, სავარაუდოდ, მათი ინდივიდუალური სიმსივნეების „ბიოლოგიურ თავისებურებებს“ უკავშირდება“, – მიიჩნევს გრილი.

„ლუკასის სიმსივნეს ჰქონდა უკიდურესად იშვიათი მუტაცია, რომელიც, ჩვენი აზრით, მის უჯრედებს ბევრად უფრო მგრძნობიარეს ხდიდა წამლის მიმართ,” – დასძინა მან.

მკვლევარები პაციენტების სიმსივნეების გენეტიკურ ანომალიებს სწავლობენ, ასევე ქმნიან სიმსივნურ „ორგანოიდებს“, რომლებიც ლაბორატორიაში გამოყვანილი უჯრედების მასებია. „ლუკასის საქმე რეალურ იმედს გვაძლევს“, – ამბობს ლაბორატორიის პასუხისმგებელი მკვლევარი მარი-ანე დებილი (Debily). „ჩვენ შევეცდებით, მივახდინოთ იმ განსხვავებების რეპროდუქცია, რომლებიც ლუკასის უჯრედებში აღმოვაჩინეთ“, – განუცხადა მან „ფრანს პრესს“. მკვლევართა გუნდს სურს, მისი გენეტიკური განსხვავებების რეპროდუქცია ორგანოიდებში მოახდინოს, რათა დაინახოს, შეიძლება თუ არა სიმსივნის აღმოფხვრა ისეთივე ეფექტით, როგორც ეს ლუკასის შემთხვევაში მოხდა.

„თუ ამის გაკეთება მოხერხდა, შემდეგი ნაბიჯი იქნება ისეთი წამლის პოვნა, რომელსაც იგივე ეფექტი ექნება სიმსივნურ უჯრედებზე, როგორიც ამ რეპროდუქციულ უჯრედებს აქვთ“, – აღნიშნავს დებილი. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები ახალი აღმოჩენით აღფრთოვანებულნი არიან, ისინი აცხადებენ, რომ საბოლოო წარმატება ჯერ კიდევ შორს არის. „საშუალოდ, 10-15 წელია საჭირო პირველი ნაბიჯიდან წამლის შექმნამდე – ეს ხანგრძლივი, დროში გაწელილი პროცესია”, – დასძენს გრილი. სიდნეის (ავსტრალია) ბავშვთა საავადმყოფოს ონკოლოგი, დევიდ ზიგლერი კი აღნიშნავს, რომ DIPG-თან მიმართებაში სიტუაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მკვეთრად შეიცვალა.

„ლაბორატორიული კვლევების დროს მიღწეული წარმატებები, გაზრდილი დაფინანსება და „ბიომედეს“ მსგავსი პროგრამები იმედს მაძლევს, რომ ჩვენ მალე შევძლებთ ზოგიერთი პაციენტის განკურნებას”, – განუცხადა ზიგლერმა „ფრანს პრესს“.

წყარო – საზოგადოებრივი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved