ფოტო – ტვ. პირველი
ოპოზიციის აქტიური მხადამჭერი ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 55 წლის ბადრი ნემსაძე რუსთავის დაწესებულებასთან გამართულ უწყევეტ აქციებში მონაწილეობდა. ის პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მეთორმეტე დაწესებულებასთან კარავი გაშალა და უწყვეტი პროტესტი დაანონსა. 55 წლის აქტივისტის ცხედარი 10 იანვარს იპოვეს.
ნემსაძე წლების განმავლობაში რუსეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა, საქართველოში კი სპეციალურად მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. პროტესტის შემდგომ ის რუსეთში დაბრუნდა და ოჯახის წევრებს მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და თვალთვალზე ესაუბრა.
“თავი ჩამოიხრჩო. საეჭვოა ბევრი რაღაცეები, რასაც ვერ ვარკვევ. ძალიან პატრიოტი ადამიანი იყო, სულით და ხორცით შეყვარებული თავის სამშობლოზე. იყო ჩამოსული პრეზიდნტის დასაცავად ციხესთან, მეუბნებოდა, ვიღაცეები მითვალთვალებენო, მხოლოდ ჩემს შვილს არავინ შეხოს, მე არაფრის მეშინია. ეს მისი სიტყვებია. ფეისბუქზე დატოვა ისეთი სიტყვები, წერილი, რომ ის ძალიან იმედგაცრუებული იყო ამ მდგომარეობით და ღმერთს აკუთვნებდა თავის სულს, ლეში სად დარჩებოდა, აზრი არ ჰქონდა და სამშობლოს სიყვარულზე სწერდა ისევ და ისევ. ეს იყო მისი ბოლო პოსტი 10 იანვარს. პროტესტი ნიშნად მოხდა ეს თუ იყო რაღაცეები, რომ ამბობდა ,ვიღაცეები მითვალთვალებდნენო, ჩვენ ვერ ვგებულობთ, რას მივაკუთვნოთ ეს ამბავი” – ამბობს მედიასთან ოჯახის წევრი.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები