• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

ალია ავტორი - ალია
16:13 09-15-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

11-13 სექტემბერს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე – „Ad Black Sea 2025“, PSP-ს კამპანიებმა ჯამში 18 ჯილდო – გრან პრი, 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა. თავად PSP კი საუკეთესო ლოკალურ კლიენტად დასახელდა. ფესტივალზე PSP-ს ორი სარეკლამო კამპანია – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ და „მე ვარ გოგო“ იყო წარდგენილი.

კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ფესტივალის გრან პრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა ხოლო, „მე ვარ გოგომ“, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზი მიიღო.

ორივე კამპანია სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა. „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ განსაკუთრებულია ისტორიით – ვიდეოს კადრირება და გახმოვანება, რეჟისორის და მსახიობის პატიმრობაში ყოფნის დროს არის შესრულებული. რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია, ხოლო მთხრობელი – მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე. კლიპში ქართული კინოს და თეატრის არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს: მეგი კობალაძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი.

“მე ვარ გოგო” კი ქალთა დღისადმი მიძღვნილი ვიდეოა, რომელიც გენდერული ნიშნით სელექციურ აბორტს ეხმაურება და მაყურებელს თვალისმომჭრელი კადრების შემდეგ, მტკივნეულ რეალობასთან ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოს უკვე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო – ვერცხლი და ბრინჯაო „კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე”; ასევე, ბრინჯაო „Baku Flames კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალზე“.

„Ad Black Sea“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას – საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს.

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved