თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია მედიაში გენერალ კვინიტაძის საფლავზე გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. უწყებები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე გენერლის საფლავის დიზაინთან დაკავშირებით მის ოჯახთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ტელეკომპანია პირველი“ კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას. მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეროვნული გმირის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან. გენერლის ოჯახის მხრიდან თანხმობის მიღებისთანავე, როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე თბილისის მერია მზადყოფნას გამოხატავენ, უმოკლეს ვადებში დაასრულონ საფლავის მოპირკეთება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში 2021 წლის 26 მაისს დაკრძალეს.
კომენტარები