უბედური შემთხვევა თბილისში – ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა ტრანსგენდერს დაეჯახა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, თავის ტვინზე. აქვს მრავლობითი მოტეხილობები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ მსხვერპლი თავდამსხმელებს გამოქეცა და ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა.
როგორც ამბობენ, მანქანა რომელიც ტრანსგენდერს დაეჯახა ნელა მოძრაობდა.
შსს საქმეს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით იძიებს.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები