• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, კვირა, 14 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავად ქმნით მტკიცებულებებს თქვენივე თავის წინააღმდეგ” – ვახო სანაია “რუსთავი2″–ს

ალია ავტორი - ალია
14:49 12-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,671

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ალბათ ბევრმა ნახეთ, როგორ უხსნის კონსტანტინე ჩახუნაშვილი რუსთავი 2-ის წარმოუდგენლად უვიც ,,ჟურნალისტს”, რა კვლევა ჩაატარა; დაუღეჭა, რომ კამიტის შესახებ ბიბისი მის კვლევას არ ეყრდნობა; მისი კვლევა საერთოდ არ ეხებოდა კონკრეტული ნივთიერების გამოვლენას.
ბოლოს ჰკითხა – გაიგეო ? კიო, გავიგეო, უპასუხა რესპონდენტის არგუმენტებით შეწუხებულმა ,,ჟურნალისტმა”, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ ვერაფერი გაიგო, რადგან არც იყო მისული მაგ მიზნით, რამე გაეგო – უბრალოდ, უთხრეს, ეს ჰკითხეო და ბოდავდა. არც ჩახუნაშვილის კვლევა წაუკითხავს და არც ბიბისის ფილმი უნახავს. საერთოდ გარტყმაში არ იყო, რა შეკითხვას სვამდა. ამასაც არ შეხვდა რომელიღაც მათიკაშვილი, რომელსაც მიკროფონს მიუშვერს ხოლმე და ეტყვის, დაიწყეო. ამიტომ აილეწა.
ჩახუნაშვილმა ,,ჟურნალისტთან” ეს საგანმანათლებლო გასაუბრება ფეისბუქზე ატვირთა, რუსთავი 2 კი მაინც ამ სათაურით აქვეყნებს მასალას. რაც პარტიამ დაავალა, ის დაწერეს ოფისში, ,,ჟურნალისტი” კი სად ჯანდაბაშია ამ დროს – სულ ფეხებზე ჰკიდია. ეს გაიგო იმ საუბრიდან ? მაგრამ მას არც აინტერესებს, რა დაიწერა მისი და ჩახუნაშვილის გასაუბრების საფუძველზე, რადგან თავმოყვარეობა არა აქვს, ცოდნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აბა, ერთი თუ უთხრა თავის არხს, ასე არაა, რაც აქ წერია, მე სხვანაირად ამიხსნა კვლევის ავტორმა და თქვენ არასწორად გიწერიათ მეორე დღესაც კიო.
ერთი მხრივ, ძალიან კარგია ეს ყველაფერი. თავად ქმნით მტკიცებულებებს თქვენივე თავის წინააღმდეგ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved