ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ალბათ ბევრმა ნახეთ, როგორ უხსნის კონსტანტინე ჩახუნაშვილი რუსთავი 2-ის წარმოუდგენლად უვიც ,,ჟურნალისტს”, რა კვლევა ჩაატარა; დაუღეჭა, რომ კამიტის შესახებ ბიბისი მის კვლევას არ ეყრდნობა; მისი კვლევა საერთოდ არ ეხებოდა კონკრეტული ნივთიერების გამოვლენას.
ბოლოს ჰკითხა – გაიგეო ? კიო, გავიგეო, უპასუხა რესპონდენტის არგუმენტებით შეწუხებულმა ,,ჟურნალისტმა”, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ ვერაფერი გაიგო, რადგან არც იყო მისული მაგ მიზნით, რამე გაეგო – უბრალოდ, უთხრეს, ეს ჰკითხეო და ბოდავდა. არც ჩახუნაშვილის კვლევა წაუკითხავს და არც ბიბისის ფილმი უნახავს. საერთოდ გარტყმაში არ იყო, რა შეკითხვას სვამდა. ამასაც არ შეხვდა რომელიღაც მათიკაშვილი, რომელსაც მიკროფონს მიუშვერს ხოლმე და ეტყვის, დაიწყეო. ამიტომ აილეწა.ჩახუნაშვილმა ,,ჟურნალისტთან” ეს საგანმანათლებლო გასაუბრება ფეისბუქზე ატვირთა, რუსთავი 2 კი მაინც ამ სათაურით აქვეყნებს მასალას. რაც პარტიამ დაავალა, ის დაწერეს ოფისში, ,,ჟურნალისტი” კი სად ჯანდაბაშია ამ დროს – სულ ფეხებზე ჰკიდია. ეს გაიგო იმ საუბრიდან ? მაგრამ მას არც აინტერესებს, რა დაიწერა მისი და ჩახუნაშვილის გასაუბრების საფუძველზე, რადგან თავმოყვარეობა არა აქვს, ცოდნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აბა, ერთი თუ უთხრა თავის არხს, ასე არაა, რაც აქ წერია, მე სხვანაირად ამიხსნა კვლევის ავტორმა და თქვენ არასწორად გიწერიათ მეორე დღესაც კიო.
ერთი მხრივ, ძალიან კარგია ეს ყველაფერი. თავად ქმნით მტკიცებულებებს თქვენივე თავის წინააღმდეგ.















კომენტარები