ფოტო – ტვ პირველი
გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა “ტვ პირველთან” ამბობს:
“მათი ყოველი დღე ხელისუფლებაში ქვეყნისთვის სახიფათო ხდება, სახიფათოა, როცა ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის, საერთოდ არაფერზე არ ზრუნავენ. ვაქცინაციის ბანერების ჩამოხსნა ამის მაგალითია.
ასეთი სულმდაბალი ადამიანი როგორაა მდინარაძე, თან ბოდიშს იხდიან დედის გინებისთვის, თან უხარიათ, ასეთი კაცი როგორ გააბრაზეთ და დედა აგინებინეთო. ვირისგან წიხლი და კობახიძისგან დედის გინება არ უნდა გეწყინოს. ვის აინტერესებს გინება, ქვეყანა იღუპება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კობახიძის ჩასვრილი სახე და ,,ოცნებამ” გამოიყვანა ზონდერები, მოდით, ვაჟკაცობა ვანახოთ და აქცენტი ამაზე გადავიტანოთო.
მთავარია, 2 ოქტომბერი შედგეს და ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრას ამათ აღვირახსნილობას, სიშლეგეს”
ევროკავშირის ოფისთან დღეს ერთმანეთს ,,ნაცმოძრაობისა” და ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის, განმარტებით, კობახიძისგან გინება არასოდეს გაუგია და მას გინება გამოსტყუეს.
კომენტარები