• რეკლამა
  • კონტაქტი
09:52, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამაზ გინტურის გადმოსვენების უცნობი დეტალები და რუსეთისთვის ჩაბარებული მიწები – დეტალები

ალია ავტორი - ალია
00:26 11-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
667

კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის გადმოსვენების აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება ტვ პირველთან და ამბობს, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი კაცის გამოსაყვანად, პოლიცია არც კი ავიდა და გინტური სასწრაფოს მძღოლმა და ექიმმა გადმოასვენეს.

პოლკოვნიკი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან წლების განმავლობაში მუშაობდა, ამბობს, რომ რეგიონი ამ ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად მიტოვებულია!

მისი თქმით, ზემდგომები პოლიციას უფლებას არ აძლევენ, საკუთარი მოქალაქეები დაიცვან და მათგან უმოქმედობას ითხოვენ.

პოლკოვნიკი ქიზიყურაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიდგომები, 2012 წლის შემდეგ, ოკუპანტებთან მიმართებაში 360 გრადუსით არის შეცვლილი და ეს ყველაზე ნათლად, საოკუპაციო ხაზთან ჩანს.

  • ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საგუშაგოები აღებულია – მერეთში, კარბში, ზარდიანთკარში, დიცში, ჯარიაშენსა და აძვში.

დაუცველობისა და უსუსურობის შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრი, თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ გახდა. სოფელში, რომლის თითქმის ყველა ოჯახიდანაც, რუსებს თითო მამაკაცი უკვე გატაცებული ჰყავთ, პოლიციის საგუშაგოს გაკეთებაზე არავის უფიქრია.

პოლიცია მხოლოდ სოფლის იმ ნაწილში პატრულირებს, სადაც მოსახლეობაა და გადაადგილება, ასე თუ ისე უსაფრთხოა. შიშის ზონებამდე ვერც ისინი მიდიან.  2012 წლამდე, საოკუპაციო ხაზთან საგანგებოდ მომზადებული სპეცრაზმელები იდგნენ, ახლა კი, უბნის ინსპექტორები ცდილობენ აკონტროლონ, საშიში ზონებისკენ, ნახირში, შეშაზე ან ჯონჯოლის საკრეფად მიმავალი ადგილობრივები.

  • საგუშაგოები ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზიდან, სოფლების შესასვლელებთან გადმოიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ მავთულხლართებია, შემდეგ სოფელი და ბოლოს ქართული პოლიცია. 

ტვ პირველის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ რუსებს 60 000 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია ჩააბარა:

  • წითელუბანი, 2015 წელი: რუსმა ოკუპანტებმა, სოფლის ტერიტორიების ნაწილი მიიტაცეს.  
  • ავლევი, 2016 წელი: საოკუპაციო ძალებმა, სახნავ-სათეს მიწები შემორაგეს და მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიას მიუერთეს. 
  • ყარაფილა, 2017 წელი: ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი გადმოწიეს, რის შედეგადაც ბაქო-სუფსას ნავთობსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მოექცა.
  • ხურჩა, 2018 წელი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გამაფრთხილებელი ბანერი, სოფელ ხურჩასთან 200 მეტრით გადმოწიეს. 
  • კოდა, 2019 წელი: რუსმა ოკუპანტებმა, წნელისი-კოდას ტყესთან მისასვლელი გზა ჩახერგეს, ტერიტორია საღებავით მონიშნეს და ადგილობრივ მოსახლეობას იქ შესვლა აუკრძალეს. 
  • გუგუთიანთკარი, 2020 წელი: საოკუპაციო ძალებმა, ახალი საყრდენი ბოძების მონტაჟი, მეზობელი სოფლის, კოშკას მიმართულებით დაიწყეს. 
  • ხურვალეთი, 2021 წელი: რუსმა ოკუპანტებმა, სოფელში ახალი მავთულხლართი გააბეს და ხალხს სახლებამდე მისასვლელი გზა ჩაუჭრეს.  
  • დვანი, 2023 წელი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანისა და ოკუპირებული სოფ. მუგუთის მიჯნაზე ახალი მავთულხლართი დაამონტაჟეს.

ხურვალეთელი ნორა ბატონისაშვილი, მედიასთან ამბობს, რომ ოკუპანტების კოშკურასთან ცხოვრობს და სახლის უკან გასვლის ეშინია, რადგან რუსებმა გადაწყვიტეს, რომ მცოცავ ოკუპაციას სწორედ პენსიონერის ბაღებზე უნდა გაევლო.

ასევე, ვალია ბებო, ქალი, რომელსაც ხელისუფლება, საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს, ოკუპაციის სისასტიკის სადემონსტრაციოდ უჩვენებს – ხელისუფლებისგან მიტოვებულია. ქალს, რომელმაც მისი ქმრის, დათა ვანიშვილის მსგავსად, საკუთარი სახლ-კარის, მავთულხლართებით შემოღობვის მიუხედავად არ მიუტოვებია, წამალიც კი არ აქვს. მოხუცისთვის არავის მიუკითხავს.

“ვკითხე: – იარაღით დგახარ, რატომ არ ესროლე? – თავები ჩახარეს ორმეტრიანმა ბიჭებმა, მე თვითონ შემრცხვა” – ემზარ კვიციანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved