აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ლექტორი გიორგი მასალკინი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მარი ბერძენიშვილმა ასეთი პოსტი დადო: „დარწმუნებული ვარ, ქოცების მმართველობის დასრულებამდე რუსთაველის საფლავსაც მწყემსი იპოვის“.
ასეთი სათაურები წარმოვიდგინე:
1. საფლავის აღმოჩენის შემდეგ კეთილმა მწყემსმა პირდაპირ რუსთაველის საზოგადოებაში დარეკა…
2. თამარის საფლავი ნაპოვნია!!! კეთილი მწყემსის არასრულწლოვანმა შვილმა პირველად თავის აღმოჩენაზე თავის ბატონს – პოლიციის სამმართველოს უფროს უამბო!
3. საყვარლის საფლავი ნაპოვნია!!! ყრუ-მუნჯი კეთილი მწყემსი სიხარულს ვერ მალავს!
4. კეთილი მწყემსის კეთილმა ძაღლმა …
5. პოლიციაში იქმნება მწყემსების სპეციალური ქვედანაყოფი.
6. ტექნიკა თუ ადამიანი? დრონი თუ მწყემსი?
კომენტარები