• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამარ ჟამურაშვილი: “არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც ევროპელობაზე და საერთოდ რაიმეზე პრეტენზია აქვს, მსოფლიო ფიგურა შიმშილობით გარდაიცვალოს. სირცხვილია!…”

ალია ავტორი - ალია
10:34 10-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს, რომ “არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაზე, ევროპელობაზე და საერთოდ რაიმეზე პრეტენზია აქვს, რიგითი მოქალაქე და მით უმეტეს პრეზიდენტი და მსოფლიო ფიგურა შიმშილობით გარდაიცვალოს”.

“ვეცადე ამ საკითხისთვის გვერდი ამეარა, თუმცა ამას, ასეთ ვითარებაში, ვერც ერთი თავმოყვარე ექიმი, ქართველი თუ უბრალოდ ადამიანი მოახერხებს.

‼ არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაზე, ევროპელობაზე და საერთოდ რაიმეზე პრეტენზია აქვს, რიგითი მოქალაქე და მით უმეტეს პრეზიდენტი და მსოფლიო ფიგურა შიმშილობით გარდაიცვალოს. ეს სირცხვილია!!!

‼ სააკაშვილი, რომელმაც შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ შევარდნაძეს (მისი შეცდომები გახსოვთ ალბათ?!) 2003-ში ექს-პრეზიდენტი არ უწოდა, ერთხელ პრეზიდენტი ყოველთვის პრეზიდენტი რჩებაო და პატივი მიაგო, მაშინ ჩემს თვალში 100-ჯერ მაინც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის მსგავსი უღირსი არსება ბევრი არ მეგულებოდა ქვეყნად.

‼ ეს შენი ღირსებაა თუ როგორ მოექცევი მეტოქეს ან თუნდაც მტერს და არა მისი!

‼ მეასე ხარისხოვანია ეს ადამიანი პატივისცემას იმსახურებს თუ არა (ჩემს აზრს არ ვაფიქსირებ, პოსტი ნეიტრალური და აპოლიტიკურია!!), ის საქართველოს პრეზიდენტი იყო!

‼ თუ არ გვახსოვს 2003-მდე რომ ქვის ხანაში ვცხოვრობდით, შუქი/გაზი იყო სანატრელი და ქუჩაში გასვლის და დაყაჩაღების გვეშინოდა, ადამიანურია, თავისი სახელი ჰქვია ამ ფაქტს, მაგრამ მაინც ადამიანურია, თუმცა ის მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო!

‼ სააკაშვილის პრობლემა დღეს პოლიტიკურია და არა სამედიცინო. მე შემრცხვება თუ ქართველი პოლიტიკოსები ამ პრობლემის მოგვარების დიპლომატიურ გზას ვერ გამონახავენ და საქმეს რეანიმაციამდე მიიყვანენ…
ამ ჩირქის ჩამორეცხვა შეუძლებელი იქნება!

‼ სამრცხვინოა დებატები თუ რომელ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ დამძიმების შემთხვევაში! თავმოყვარე და ღირსეული პოლიტიკოსი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო კლინიკას შესთავაზებდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მოვიქცეოდი.

⁉️ რისი გვეშინია, იმ ადამიანის გაქცევის, რომელიც თავისი ფეხით ჩამოვიდა? რას ველოდებით, რომ შიმშილს ვერ გაუძლებს? ერთი კვირის შემდეგ შიშმშილს ნაკლებად გრძნობს ორგანიზმი, მხოლოდ სისუსტეს და ცუდად ყოფნად აღიქვამს! 10-14 დღიანი შიმშილის შემდეგ ორგანიზმში ლაქტატ- და კეტოაციდოზი იწყება (სისხლის „გამჟავება“), კორექციის გარეშე შეუქცევად პროცესებს იწვევს! ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპიდან არათუ ნელ-ნელა, არამედ ნებისმიერ წამს მომენტალურად შეიძლება დამძიმდეს და ნებისმიერ წამს შეიძლება უკვე გვიანი იყოს!

‼ ნუ მოვიჭრით საჯაროდ თავს!!! თუ ჯერ კიდევ გვაბია რა თქმა უნდა!!”, – წერს თამარ ჟამურაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved