საქართველოში ესთეტიკურმა მედიცინამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი, სფერო მოიცავს კანის მოვლის და დაბერების საწინააღმდეგო ინექციურ, აპრობირებულ და ეფექტურ მეთოდებს. ერთ-ერთი მოწინავე ამ სფეროში ესთეტიკური მედიცინის კლინიკა KAEM გახლავთ. როგორ უნდა გააჩერო დრო, იყო ლამაზი, მოვლილი და თავდაჯერებული, გვესაუბრება კლინიკის დამფუძნებელი, თამარ ციციშვილი-ქაუგილი.
– ძირითადად რა მიმართულებით მუშაობთ და რითი გამოირჩევა თქვენი ესთეტიკური ცენტრი სხვებისგან?
– ჩვენი მიმართულება გახლავთ ინექციური კოსმეტოლოგია, ჩვენს კლინიკაში პრიორიტეტულია ხარისხი, ვმუშაობთ საუკეთესო პრეპარატებით და გავდივართ იდეალურ შედეგზე. მსოფლიო ბაზარზე ხუთეულში შემავალ ყველა ბრენდს ვიყენებთ – ეს არის ძირითადად ამერიკული, ფრანგული, შვედური, ესპანური და იტალიური პრეპარატები, რაც შეეხება კორეულს, კორეულიდან გვაქვს ყველაზე მაღალი დონის, ერთი კონკრეტული, მაღალი ხარისხის სერთიფიცირებული პრეპარატი, შემავსებელი ანუ ფილერი, ასევე ბოტულინოტოქსი.
– როგორ ხდება პროცედურის მორგება ანუ შერჩევა პაციენტისთვის?
– პირველ რიგში, ვეკითხები პაციენტს, თუ რა შედეგის მიღწევა უნდა, შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ, მაქსიმალური და იდეალური შედეგის მისაღწევად რა რის შემდეგ უნდა გაკეთდეს, რა სიმკვრივის პრეპარატი რა ზონაზეა საჭირო, რა ინტერვალებით და ა.შ. ყველა პრეპარატი, რომელსაც ვიყენებთ, როგორც ხედავთ, გვაქვს გამოსაჩენ ადგილას მოთავსებული, ამ ყველაფერს აქვს განსხვავებული ფასები, პაციენტი საკუთარ ბიუჯეტს არგებს და ირჩევს, თუ რა ფასიანი პრეპარატი სურს რომ გაუკეთდეს. თუმცა, თითოეულ ბრენდს აქვს თავისი სპექტრი, სხვადასხვა სიმკვრივის, რომელი სიმკვრივის პრეპარატი სად, რა ზონაზე სჯობს გავაკეთო ამას უკვე მე ვირჩევ…
– ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა რა არის?
– ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ბოტულინოტოქსინის ინექციებისა და ცხვირის კორექციისთვის.
– პროცედურების ეფექტი, საშუალოდ, რამდენი ხანია?
– ბოტულინოტოქსინის პროცედურის მოქმედების ხანგრძლივობა გახლავთ 4 დან 6 თვემდე, მაგრამ ეს არის დამოკიდებული მიმიკის ანუ ჩატეხილი ქსოვილების ხანდაზმულობაზე, აქ იგულისხმება არა ასაკი, არამედ მიმიკა, რომელიც სიტყვაზე 20 წლის ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ჰიპერტონუსშია კუნთი, მით უფრო ნაკლებია პირველი პროცედურის შედეგი, მაგრამ იმისთვის, რომ მივიღოთ გახანგრძლივებული, სტაბილური შედეგი, კონკრეტული წესები არსებობს – როდესაც პაციენტი პირველად იკეთებს ბოტულინოტოქსინის პროცედურას, შედეგი ხანმოკლეა, ამიტომ პაციენტს ვაფრთხილებ, მიმიკის ხელახლა გამოჩენისთანავე უნდა მოვიდეს და მეორე პროცედურის ჩატარების შემდეგ, შედეგის ხანგრძლივობა იზრდება და საბოლოოდ შეიძლება პაციენტი სულაც გადაეჩვიოს იმ მიმიკას და ამასობაში ის ღარი გასწორდეს ან შეიძლება მინიმალური დოზის პრეპარატი დასჭირდეს. აქვე ფილერების, იგივე ბუნებრივი ბიოლოგიურად შეთავსებადი შემავსებლის ხანგრძლივობაზეც ვიტყვი. აქაც პირველი გაკეთების შედეგი შედარებით ხანმოკლეა, მეორე მესამე გაკეთების შედეგები გაცილებით ხანგრძლივია, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უამრავ სხვადასხვა ფაქტორზე.
– თქვით, რომ ცხვირის კორექცია ბუნებრივი შემავსებლით ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, ამ შემთხვევაში, შედეგის ხანგრძლივობა რამდენ ხანს გრძელდება?
– ცხვირის არაქირურგიული კორექციის პირველი გაკეთებისას, 6- 8 თვე გრძელდება შედეგი, იმისათვის, რომ ერთწლიანი სტაბილური შედეგი მივიღოთ, ერთ თვეში მოდის ისევ პაციენტი, ვუკეთებ პროცედურის მეორე ნაწილს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთი წელი სტაბილურად ჰქონდეს იმ ფორმის ცხვირი, როგორიც უნდოდა. ერთ წელში მას გაცილებით ნაკლები პრეპარატი სჭირდება და შეიძლება შედეგი გაგრძელდეს უკვე 2 წელიც. ჩემს პრაქტიკაში 4 წელსაც გადააცილა ერთი კონკრეტული კორექციის შედეგმა. თუმცა აქვე დავძენ, მე პაციენტს ვერ ვპირდები, რომ მას 4 წელი გაუძლებს შედეგი, ზოგადად, ძალიან გულახდილი ვარ პაციენტთან, ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ვეუბნები და მუდმივად ვიბარებ კონტროლზე… კონტროლი და მართვა-რეაბილიტაცია უფასოა და ეს შედის მომსახურებაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ყველანაირი პრეპარატი, რომლის საჭიროებაზე და რაოდენობაზეც შევჯერდებით პაციენტთან ერთად, აუცილებლად იხსნება პაციენტის თვალწინ, ეს არის ოქროს წესი! როცა გქვია ექიმი და გაქვს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, ხარისხი და შედეგი, ყველაფერი გამჭირვალეა. ამასთანავე, ყველა პაციენტს აქვს თავისი ისტორია ჩვენთან, როცა დასჭირდება, ეს ინფორმაცია მისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომია. პაციენტს აუცილებლად ვუღებ პროცედურამდე ფოტოებს და მის თვალწინ ვუგზავნი მასვე, როცა შედეგი დგება, იმასაც ვუგზავნი, რომ თავად ნახოს განსხვავება.
– თქვენ თქვით, რომ პაციენტს ყოველთვის აკონტროლებთ და მუდმივად რეკომენდაციებს აძლევთ. ხშირად გაგვიგია ვთქვათ, ტუჩის შევსების შემდეგ ექიმები პაციენტს ურჩევენ თვითონვე ინტენსიურად იმასაჟოს ტუჩი ფორმის მისაღებად, მიიღოს ბევრი სითხე და ა.შ სწორია თუ არა ეს რჩევები და როგორია თქვენი რეკომენდაციები?
– დიახ, ძალიან ხშირად გამიგია, რომ სხვაგან გავიკეთე და ექიმმა მითხრა, შენ თვითონ დაიმასაჟეო. კატეგორიულად არ შეიძლება თვითნებურად, იმ ზონაზე შეხება, რაზეც ჩვენ გუშინ ვიმუშავეთ. საჭიროებისამებრ ვიბარებ და მე თვითონ ვუმასაჟებ, სიმეტრიის გამოც და ასევე ვეხმარები, რომ შეშუპება დაცხრეს. ცხვირზეც პაციენტს 24 საათის განმავლობაში აქვს აკრძალული შეხებაც კი, მოდის და ვასწავლი, რა რის შემდეგ გააკეთოს. შეიძლება არ დაიჯეროთ, თვითონ თუ არ მოდიან, მე მივდივარ მათთან, რადგან, ისიც კი არ შეიძლება, რომ ზედმეტი წყალი დალიოს. წყლის დალევ კატეგორიულად არ შეიძლება პირველი სამი დღე, განსაკუთრებით ცხვირის კორექციის შემდეგ. შეშუპებას იწვევს თავისთავად წყალი, შეიძლება პროცედურა იდეალურად ჩაატარო, მერე პაციენტმა ბევრი წყალი დალიოს, შეუშუპდეს ეს ზონა, ზეწოლა მოხდეს ქსოვილებზე და შორეული შედეგი ამისი შეიძლება გახდეს იშემია, ანუ კანის შიმშილი, ჩაიკეტოს სისხლძარღვები და საბოლოო შედეგი იქნება ნეკროზი, ამიტომ კატეგორიულად აკრძალულია ზედმეტი წყალი.
ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე რასაც ვაკეთებ, თავად მომწონდეს, ჩემი და პაციენტის ხედვა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ხშირად ვხედავ ნაკლს, რასაც პაციენტი ვერ ამჩნევს და მე არ მომწონებია, ვაწვენ და იქვე ვასწორებ ჩემი ხარჯებით. სახის მოდელირებას ვგულისხმობ. ეს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეა. ბოლოს დავამატებ, რომ ჩვენს კლინიკაში არის ძალიან თბილი გარემო, შემოსვლის წამიდან ორიენტირებულები ვართ პაციენტის კომფორტზე და მაქსიმალურ შედეგზე…
კომენტარები