• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თაღლითობა და ემიგრანტების ძარცვა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოთი – მედია

ალია ავტორი - ალია
20:54 12-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
412

ფოტო – ტვ პირველი

ტვ პირველის ცნობით, მამაკაცი, რომელსაც ათობით ქართველი ემიგრანტი ბიძინა ივანიშვილის სახელით თაღლითობაში და დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებს, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილის შვილია. საუბარია ბადრი აბაშიძეზე.

ემიგრანტების თქმით, აბაშიძე ნდობაში შედიოდა ხელისუფლების ლიდერებთან – ივანიშვილთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან და ყაველაშვილთან გადაღებული ფოტოებით და ხალხს არწმუნებდა, თითქოს „სამშობლოში დაბრუნებაში“ დაეხმარებოდა. ამისთვის მათ ე.წ. „ლატარიაში“ მონაწილეობას სთავაზობდა: მონაწილეები თანხას დებდნენ იმ იმედით, რომ უფრო დიდ თანხას დაიბრუნებდნენ, თუმცა სქემა, დაზარალებულების მტკიცებით, პირამიდას ჰგავდა და საბოლოოდ ჩაიშალა, რის შედეგადაც ემიგრანტები თანხების გარეშე დარჩნენ.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ „ლატარიაში“ ჩარიცხვები 25 დოლარიდან იწყებოდა და 5000 დოლარამდე აღწევდა; დახურულ ჯგუფში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი იყო და თითოეულს ახალი წევრების მიყვანაც ევალებოდა. ორგანიზაციაში დასაქმებული ჟანა ლოგუა ამბობს, რომ მისი დათვლით, მითვისებული თანხა 2.5 მილიონ დოლარს აჭარბებს.

საქმეზე გამოძიება, როგორც იუწყებიან, ბოლო ერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა აბაშიძე კვლავ თავისუფლებაზეა, რის გამოც ემიგრანტებს ეჭვი აქვთ, რომ მას შესაძლოა მამის გავლენები იცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში
ახალი ამბები

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში

14:37 05-27-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს

13:51 05-27-2026
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:20 05-27-2026
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო

11:30 05-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved