• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტესტირების გარდა ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც სიტუაციას ვაკონტროლებთ – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
11:59 04-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შესაძლოა, იმაზე მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული 456 ადამიანია, თუმცა მათი გამოვლენა იმის გამო ვერ ხდება, რომ საყოველთაო ტესტირება არ ტარდება.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში შემთხვევების ზრდას მოსალოდნელია, თუმცა, არა დრამატულად.

„ბოლნისში შემთხვევების გამოვლენა ე.წ. გაფართოებული ტესტირების შედეგი არ იყო, ის იყო მიზანდასახული ტესტირების შედეგი. წინა დღეებში 2 ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ნათესავები გამოვიკვლიეთ, იქ გამოვლინდა 19 შემთხვევა. ჩაკეტილ სოფლებში ინტენსიურ თერმოსკრინინგს ვაწამოებთ, ვისაც ტემპერატურა აღმოაჩნდება, უკვე PCR ტექნოლოგიებით ვუკეთებთ ტესტირებას. ასევე გაფართოვდა ტესტირება ყველა კლინიკაში, თუ არ ვცდები, კოვიდის და ცხელების 31 კლინიკაა, ტესტებისა და გამოკვლევების რაოდენობა ქვეყანაში თანდათან იზრდება. ამასთან, ქვეყანაში სწრაფი ტესტებიცაა, დახლოებით, 5 000.

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ. ტესტირებას კიდევ მეტად ვაფარათოვებთ, გეგმა გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიების სერიოზული მარაგი იქმნება და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი.

ჩვენთან ჯერჯერობით, ეპიდემია მდუნედ მიმდინარეობს, ჯერ ციცაბო მრუდი არ გვაქვს, რამდენჯერმე გვქონდა ე.წ. ნახტომი. წელს აღდგომა საქართველოში მინიმალური დატვირთით ჩატარდა – იცით, რომ ხალხი არ იყო ტაძრებში, სასაფლაოებზე. შარშანდელთან შედარებით, 25% გავიდა, ადამიანების 75% არ გავიდა, ანუ თავშეყრა ნაკლები იყო, რამაც სერიოზული როლი ითამაშა და ე.წ. ძლიერი ნახტომები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდას ველოდებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს დრამატული ზრდა. ამ კვირებში ძალიან ვფრთხილობთ და ტესტირებას ვაფართოებთ, რომ თუკი, სადმე შესაძლო შემთხვევა არის, ყველა გამოვლინდეს და ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved