• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტერმინალის კოლაფსის გამო, უკვე 300 000-მდე ჯარიმა გვერიცხება“ – რა ხდება ბათუმის პორტში

ალია ავტორი - ალია
20:18 12-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
561

BM.GE-ს ინფორმაციით, ბათუმის პორტში ძალიან ბევრი ტვირთია შესული, რის გამოც კონტეინერები ვერ იხსნება და ავტოიმპორტიორებს ტერმინალში კონტეინერების დაყოვნების გამო, ყოველდღიურად ჯარიმები ეწერებათ.

„კავკასუს ავტოიმპორტის“ გაყიდვების მენეჯერი ალექსანდრე ვეკუა მედიასთან ამბობს:

„მოხდა ისე, რომ რამდენიმე საზღვაო ხაზმა გადაწყვიტა ჭარბი რაოდენობის ტვირთი გაეგზავნა ბათუმის ტერმინალისკენ, ფოთში ორჯერ დიდი ტერმინალია და ამდენი ტვირთი იქ არ შედის  ტვირთბრუნვები გაიზარდა, თუმცა მათი სწორად გადანაწილება არ ხდება. ბათუმს კი ფიზიკურად ამის გატარება არ შეუძლია. გემის შემოსვლიდან კონტეინერის გამოტანამდე პერიოდი, დაახლოებით, ერთი კვირიდან 25 დღემდეა გაზრდილი. ბათუმის პორტის მენეჯმენტი კონტეინერების ფოთის პორტში გადატანას და იქ გახსნას გვთავაზობს. დღეს „კავკასუს ავტო იმპორტს“ შექმნილი ვითარების გამო, 300 000 ლარის ჯარიმა ერიცხება და ეს თანხა მზარდია..”

იგივე პრობლემაზე საუბრობს BMG-სთან კიდევ ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომლის თქმით, დღეისთვის, ბათუმის ტერმინალში ტვირთების მოცულობის ზრდის გამო, კომპანიის 55 კონტეინერია გაჩერებული და ჯარიმებს კომპანიას აწერენ:

„10-14 დღეა, ეს მდგომარეობაა. როგორც წესი, ერთი კვირა კონტეინერები ტერმინალში უფასოდ დგას, თუმცა ამ დროის შემდეგ დაყოვნების ჯარიმის დღიური მოცულობა, დაახლოებით, 45 დოლარია. ამ წუთისთვის ადგილზე ჩვენი 55 კონტეინერია. ბათუმის ტერმინალში გვეუბნებიან, რომ გაზრდილ ტვირთნაკადს ვერ მოერივნენ, რადგან იმხელა ვალდებულება აიღეს, რომ ვეღარ ემსახურებიან. ამ დროისთვის, 3 700 კონტეინერი ერთმანეთზე დალაგებულია და ვერ ხსნიან. ახლა გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია კონტეინერები ფოთში გადავიტანოთ და იქ გავხსნათ, თუმცა ვფიქრობთ, ამ პრობლემის გადაჭრა ტერმინალის ადმინისტრაციას კონტეინერებით დატვირთული გემის ფოთის ტერმინალში გადამისამართებით შეეძლო, რისთვისაც რესურსი თავად უნდა დაეხარჯათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ”.

წყარო – BM.GE

თეგები: ბათუმის პორტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო

13:22 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved