• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტექსტი ისეთი შინაარსისაა, რომლის საქართველოში გავრცელებას, ნაცები საკუთარი სახელით ვერც გაბედავენ” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
17:13 06-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
448

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე წერს:

 

“ევროპის სახალხო პარტია:
„2012 წლამდე საქართველოში იყო კარგი მმართველობა!“
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სახელით გამოქვეყნდა ტექსტი, რომელიც აშკარად, ნაცმოძრაობის მიერაა დაწერილი.
ტექსტი ისეთი შინაარსისაა, რომლის საქართველოში გავრცელებას, ნაცები საკუთარი სახელით ვერც გაბედავენ, რადგან მასში არის ფრაზები, რომლის გამოც ქართველების უმრავლესობა, დასცინებს და კიდევ უფრო შეიძულებს.
მოვიტანთ EPP-ის სახელით გავრცელებულ ამ ფრაზებს და წარმოვიდგინოთ, როგორ აღიქვამენ ამას საქართველოში:
„ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა“
– თურმე, ნაცების დროს იყო „კარგი მმართველობა“ და „დემოკრატიული ინსტიტუტები“.
ეს რღვევა მოიცავს „დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურად თანაბარ პირობებსა და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს”.
-თურმე, ნაცების დროს საქართველოში ყოფილა „დამოუკიდებელი სასამართლო, მედიის თავისუფლება, პოლიტიკურად თანაბარი პირობები და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები”.
“დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ,
ამგვარი ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
ცნობილი მედია მენეჯერის, ნიკა გვარამიას პატიმრობა კი – საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას კიდევ უფრო ხაზს უსვამს”,
– ნათქვამია EPP-ის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
-თურმე, საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთი, ძებნილი, სააკაშვილის დაკავებაც უკანონოა.
სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან, მეორეში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანა, შენობაში ხელში ატატებული შეყვანა (რადგან თვითონ არ შედიოდა) არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
უცხოეთში გადაყვანაზე უარი,- აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაა.
ნაცების გებელსი ნიკა გვარამია,- უბრალო მედია მენეჯერია.
მისი დაპატიმრება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, საქართველოში მედიის თავისუფლებას, თურმე საფრთხეს უქმნის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას იწვევს.
“სახალხო პარტია” ასევე შეშფოთებულია, რომ „ხელისუფლების მიერ, სასამართლო სისტემის მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად გამოყენება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად ძირს უთხრის“.
-თურმე ამ ყველაფრის გამო „საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიის სიგელი დაკარგა და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კვლავ ეჭვებს აჩენს“.
-თურმე, ნაცების დროს, სასამართლო სისტემა, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად არ გამოიყენებოდა.
მაღალ დონეზე ყოფილა დაცული მედიის თავისუფლებაც, კერძო საკუთრებაც, პატიმართა უფლებებიც.
არჩევნებიც თავისუფალი და დემოკრატიული ყოფილა.
მოვიდა ახალი ხელისუფლება და ოლიგარქიულმა მმართველობამ, კარგ მმართველობას, თურმე ძირი გამოუთხარა, რამაც გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა.
-თურმე ამ ყველაფერს “ევროპის სახალხო პარტია” იმიტომ აცხადებს, რომ ნაცების ლობისტები კი არ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.
მათი გაგებით, ის, რასაც ქართველმა ხალხმა „სისხლიანი ცხრა წელი“ უწოდა, სწორედ დემოკრატიის ზეიმი და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ბრწყინვალე 9 წელი ყოფილა.
აი, ეს არის საქართველოში ყველაზე მძლავრი, ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიმუში, როდესაც ქართველ ხალხს უმტკიცებენ, დასავლეთი და „კარგი მმართველობა“ არის სწორედ ის, რასაც თქვენ „სისხლიანი 9 წელი“ უწოდეთო.”

 

თეგები: ევროპის სახალხო პარტიანანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved