• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტელევიზორის მოწმე” – ხოშტარიას პროცესზე უცნაური მოწმე წარსდგა

ალია ავტორი - ალია
14:34 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,368

თბილისის საქალაქო სასამართლოსი, დღეს, ელენე ხოშტარიას პროცესი გაიმართა – კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი სასამართლო სხდომას, უნდობლობის ნიშნად, ისევ არ დასწრებია.

დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ როდესაც ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს “რუსული ოცნება” მიაწერა, ის მომხდარს სახლიდან, ტელევიზორში ადევნებდა თვალს, რის შემდეგაც ოქმის შედგენა გადაწყვიტა. დიახ, იჯდა თავისთვის სახლში, ჩართო ტელევიზორი, უყურა და გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს მოწმე. შემდგომში შეიძლება იყოს სოციალური ქსელის მოწმე – მაგალითად, ვსქროლავდი ჩემთვის და ვხედავ… – უკაცრავად, ასეთი მოწმეები უკვე იყვნენ, თან არაერთ პროცესზე.

ელენე ხოშტარიას ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევაშიც კი არ მონაწილეობს, რადგან ასეთია ხოშტარიას სურვილი. შესაბამისად, პროკურატურა, პრაქტიკულად, ცალმხრივად მონაწილეობს პროცესში. რამდენად ობიექტური იქნება ამ პირობებში საერთოდ ნებისმიერი გადაწყვეტილების გამოტანა – ამაზე, იმედია, იურისტები იმსჯელებენ ოდესმე მაინც.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა,  თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved